logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებას მსოფლიო კონგრესებზე სესიები ეძღვნება
- +

17 იანვარი. 2020. 21:28

 

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო არის პიონერი და უპირობო ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და საქართველოს გამოცდილების გაზიარებას მსოფლიო კონგრესებზე სესიები ეძღვნება.

 

პროფესორის თქმით, საქართველო არის პიონერი და უპირობო ლიდერი მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში და საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ევროპის, ამერიკის და მსოფლიო კონგრესებზე ეძღვნება სპეციალური სესიები.

 

პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფი აცხადებს, რომ პროგრამაჩავარდა“, „ჩაფლავდა“, „კრახი განიცადა“, „ქვეყანამ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა დაკარგა“ და .. გარდა იმისა, რომ ეს მთლიანად აცდენილია სინამდვილეს, ძალიან მძიმე სანახავია, თუ როგორი ენთუზიაზმით და კმაყოფილებით კეთდება ეს განცხადებები პრინციპით, რომ მათსხვისი აშენებული საქართველო არ უნდათ“.

რას შეიძლება ველოდოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაც ენა უბრუნდებათ თქვან, რომ საქართველოში და შესაძლოა მთელს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პროგრამაჩავარდა“ და თან ეს უხაროდეთ?! ეს ადამიანები მხოლოდ გაკვრით ახსენებენ, რომ კარგია, რომ 60 ათასი პაციენტი C ჰეპატიტისგან განიკურნა, მაგრამ და შემდეგ იწყება პროგრამის და მისი შემსრულებლების ლანძღვა და დისკრედატაცია. მე სხვებთან ერთად ვიდექი ამ პროგრამის სათავეებთან, ვარ მისი პატრიოტი და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის (-ნი ზურაბ ჭიაბერაშვილი, -ნი სერგო ჩიხლაძე) მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ და მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ფორმით გავუწიო ოპონირება ნებისმიერ პირს, ვინც ამას ისურვებს.

ამ პოსტში კი მოკლედ მინდა ვუპასუხო ოპონენტების ზოგიერთ ინსინუაციებს. საქართველო არის პიონერი და უპირობო ლიდერი მსოფლიოში ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში. ეს აღიარებულია ყველა, აბსოლუტურად ყველა საზღვარგარეთული ავტორიტეტული ინსტიტუციის და ექსპერტის მიერ. საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ევროპის, ამერიკის და მსოფლიო კონგრესებზე ეძღვნება სპეციალური სესიები. პროგრამის შედეგები იბეჭდება მსოფლიოს ყველაზე რეიტინგულ ჟურნალებსა და გამოცემებში. საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოდიან მთელი რიგი ქვეყნების დელეგაციები და .შ“,- ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

right_banner
არქივი
right_banner