logo_geo
eng_logo
უხანში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება
- +

24 იანვარი. 2020. 20:32

 

ჩინეთში, ქალაქ უხანში სადაც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია ამ დროისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ „ქრონიკას“ ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განუცხადა. მისი თქმით, ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ კი უხანი დატოვა და სხვა რეგიონებში გადაინაცვლა.

 

კალანდიას ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ისინი ჩინეთის მთავრობის რეკომენდაციებსა და მითითებებს ყურადღებით ასრულებენ.

 

არჩილ კალანდიას განცხადებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა და ამ დროისთვის არცერთი მათგანი საფრთხის ქვეშ არ იმყოფება.

 

ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ Xინჰუა წერს.

 

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

 

ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

 

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner