logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „იად სარას“ მუშაობის სპეციფიკას გაეცნო
- +

25 იანვარი. 2020. 01:59

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში სამუშაო ვიზიტისას  შშმ პირთა, გასაჭირში ჩავარდნილი პირებისა და მოხუცთა დახმარების სწრაფი რეაგირების ორგანიზაცია "იად სარას" ესტუმრა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

 

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებისას გააგრძელებს თანამშრომლობას აღნიშნულ ორგანიზაციასთან და შესაბამის უწყებებთან, რათა შევძლოთ ორგანიზაციის მუშაობის უნიკალური მოდელის ეტაპობრივად დანერგვა ჩვენს ქვეყანაში.

 

ორგანიზაცია, რომელიც სრულად მოხალისეობრივ პრინციპზე, 45 წლის წინ, ახალგაზრდა მასწავლებელმა ური ლიპოლიანსკიმ შექმნა, შშმ პირებს, გასაჭირში ჩავარდნილ პირებს, მოხუცებსა და სხვადასხვა დაავადების მქონე პირების დახმარებას მოხალისეების მეშვეობით ახორციელებს.

 

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ორგანიზაცია „იად სარა“ უნიკალურია თავის კონცეფციით, იმ თვალსაზრისით, რომ დაფუძნებულია სრულად მოხალისეების ჩართულობით და გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს აწვდის იმ საჭირო სერვისებს, რომელიც ტექნოლოგიებითა და საჭირო აღჭურვილობებით უზრუნველყოფაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ბინაზე მოვლის მომსახურების მოდელი.

 

ორგანიზაციის 7 ათასი მოხალისე და 110 ცენტრი სამედიცინო აპარატურითა და სარეაბილიტაციო აღჭურვილობით, აღნიშნული კატეგორიის პირებს სოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამებით ეხმარება. ორგანიზაცია ახორციელებს ასევე  გადაუდებელი- სასწრაფო დახმარების ქოლცენტრის მართვას.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner