logo_geo
eng_logo
ირაკლი ხელაძე: უძლურები ვართ „gwp“-სთან მიმართებაში... კომპანია არ ცვლის მიწისქვეშა კომუნიკაციებს
- +

1 ივნისი. 2019. 23:59

 

 

ჟურნალისტი ნუგზარ ხავთასი სოციალური ქსელის მეშვეობით თბილისის მერიას, ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მიმართავს:

 

„ძვირფასო დედაქალაქის მთავრობავ, თბილისის მერია, ნაძალადევის რაიონის გამგეობა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, კიდევ ერთხელ მოგესალმებით 21-ე საუკუნის ქუჩიდან.

 

გავიდა რა 2018 წელი და დადგა (გავა ესეც მალე) 2019, ველით თქვენ მიერ სათუთად დადებული პირობის აღსრულებას! თქვენ მიერ დროებით ამოვსებული „ორმუკები“ კვლავ კრატერებად იქცა. იქნებ, ამჯერად მაინც გვითხრათ კონკრეტული ვადები, ან წელსაც თუ ვერ კეთდება, წვიმებს გვპირდებიან და ლოქოს მაინც მოვაშენებთ!

 

პატივისცემით მე და ბესარიონ ქებურიას ქუჩელები“, - წერს ხავთასი და შემდეგი სახის ფოტოს აქვეყნებს:

 

 

ნუგზარ ხავთასის პოსტს სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე:

 

„ბატონო ნუგზარ, მოგესალმებით. თქვენი პოსტის შესახებ მომაწოდეს ინფორმაცია, მიღებულია შემოთავაზება თევზაობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, უძლურები ვართ „gwp“-სთან მიმართებაში, 2017-2018-2019 წლების ბიუჯეტში გათვალისწინებული გვქონდა თქვენი ქუჩის რეაბილიტაციისთვის თანხები, თუმცა, კომპანია „gwp“ არ ცვლის მიწისქვეშა კომუნიკაციებს, რის გარეშეც შეუძლებელია გზის საფარის განახლება.

 

კომენტარებში მინდოდა გამოგხმაურებოდით მაგრამ ვერ შევძელი, დახურული გაქვთ.

 

რა წამოვიღო მითხარით, სათევზაო და არასათევზაო, მაგრამ აუცილებელ ატრიბუტიკას ვგულისხმობ, პათოსში სრულად გეთანხმებით.

 

ავადსახსენებლი „გამგებელი“, - წერს ხელაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner