logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: არავინ, არც ერთი დამნაშავე, რომელიც ჩემი და ჩემი ქვეყნის ფულს იპარავს, არ მეცოდება...
- +

2 ივნისი. 2019. 12:32

 

 

საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივნიუსის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ გაგანია სეზონს რომ დაამთხვიეთ ბათუმში ეს მასშტაბური დაჭერები და ნახევარი ბათუმი ცხვირჩამოშვებული რომ დადის, თუ მაგრები ხართ და ყველაზე დიდ დამნაშავეებს თავად პროკურატურა არ აფარებთ ხელს, მიიყვანეთ მაშინ საქმე ბოლომდე, თბილისში და მთელს საქართველოში, ვინც უკანონოდ იშოვა, ამ ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე ფული, რასაც პროკურატურა ერმაკოვს და სხვებს ედავება... ჰოდა, გააგრძელეთ და დააკავეთ ყველა ის ადამიანი, ვინც ეჭვმიტანილია დანაშაულში, თორემ მთავარმა დამნაშავეებმა, ამასობაში, თავზე შავი ლეჩაქი წაიკრეს, ტანზე ჩოხა-ახალუხი მოირგეს და მათ, ქვეყნის გადამრჩენელებად უნდათ თავი შემოგვასაღონ... სწორედ გააქტიურებული გამოძიების პროცესში, ისიც კი იკადრეს რომ, შეეცადნენ, დავითგარეჯის თემას ამოფარებოდნენ და ამით, თემისთვის პოლიტიკური ელფერი მიეცათ... არსებობს ამის მტკიცებულება, სადაც ერთ-ერთი „ეჭვმიტანილი“ სოციალურ ქსელში, მთელს ერს მოუწოდებდა, დავიძრათ დავიგარეჯის გადასარჩენად და აზერბაიჯანის საზღვარზე კარავი დავცეთო... მაშინ ეს მოწოდება გულანთებულმა ადამიანებმა პატრიოტულ შეძახილად აღიქვეს და ყიჯინა დასცხეს, - შენს გვერდით ვართ, მიდი მოვდივართ, მტერს დედა ვუტიროთო... არადა დავითგარეჯს კი არ მისტიროდნენ ვაიპატრიოტები, არამედ, საკუთარი თავი ადარდებდათ, რადგანაც თავად არიან გადასარჩენი... ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, ბანდიტური დაჯგუფების ურაპატრიოტებს პროკურატურა უახლოეს დღეებში დააკავებს... დაკავების სერია, ბათუმიდან თბილისში და ქვეყნის სხვა რეგიონებში გადაინაცვლებს...

 

ასე იცის, პორტირებული „ნაცების“ აყვავებამ და ერთგული ადამიანების დაყვავებამ... ყველა მექრთამე ჩინოვნიკი ციხეში უნდა იყოს და არავინ არ იმსახურებს პატიებას... რადგანაც, მათ აქვთ ყველაფერი, რაც მათზე ბევრად კომპეტენტურ და განათლებულ ადამიანებს სიზმარშიც კი არ მოელანდებათ და ამიტომ, ღირსნი არიან, დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით... არავინ, არც ერთი დამნაშავე, რომელიც ჩემი და ჩემი ქვეყნის ფულს იპარავს, არ მეცოდება... მე მხოლოდ ჩემი თავი, ჩემი ოჯახი და ქვეყანა მეცოდება, რომელიც ასე გადააგდეს და მოატყუეს!..

 

ჰოდა, ძირს ყველა ბანდიტი და ქურდი, დაუნდობელი ბრძოლა გარეწრებს!“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×