logo_geo
eng_logo
ნინო ლომჯარია: დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი, სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
- +

3 ივნისი. 2019. 14:31

 

 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სააპელაციო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.

 

მისი თქმით, სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

 

„ეს ფოტოები ზუსტად 1 წლის წინათ, 2018 წლის 3 ივნისსაა გადაღებული ვაკის პარკში. ის, რაზეც აქ ვსაუბრობდით, 1 წლის შემდგომ, სიმბოლური დამთხვევის წყალობით, ნაწილობრივ იქნა მიღწეული. დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ - წერს ნინო ლომჯარია.

 

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა. სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner