logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ყოველთვის უმნიშვნელოვანესია პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და კანონის შესაბამისად დასჯა
- +

3 ივნისი. 2019. 16:12

 

ექსპერტი გია აბაშიძე სააპელაციო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეტანილ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, პოლიტიკური სპეკულაციების გაქარწყლება სამართლიანობის დროულ დადგენა-აღდგენასა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობაზეა დამოკიდებული...

 

„ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება და სამართალი ნაწილობრივ აღდგა.

 

სამწუხაროდ, სიმართლის დადგენა, სამართლიანობის აღდგენა საკმაოდ ნელა ხდება ჩვენში. ასევე, ყოველთვის უმნიშვნელოვანესია პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და კანონის შესაბამისად დასჯა. პოლიტიკური სპეკულაციების გაქარწყლება კი სამართლიანობის დროულ დადგენა-აღდგენასა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობაზეა დამოკიდებული...“ - წერს გია აბაშიძე საკუთარ facebook-გვერდზე.

 

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა. სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×