logo_geo
eng_logo
თამარ მახარობლიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკლული მოზარდის მამა სასამართლოს ენდობა
- +

3 ივნისი. 2019. 16:54

 

 

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე სააპელაციო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეტანილ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, გამოძიება უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად არ აღსრულდება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკლული მოზარდის მამა სასამართლოს ენდობა და ხედავს სამართლის აღსრულების რეალურ შანსს.

 

გამოძიება უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად არ აღსრულდება და დაზარალებულთა და საზოგადოების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი არ გაეცემა. საქმის საბოლოოდ დასრულების მოლოდინი არის ძალიან დიდი, რაც შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს.

 

და კიდევ, არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია არ არის სასამართლო განაჩენის დეტალების განხილვა და შეფასება. საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციაა კანონშემოქმედება, რომლის შედეგად მიღებული კანონმდებლობით სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის განხილვის დროს, ისევე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს განაჩენის აღსრულება“, - წერს თამარ მახარობლიძე.

 

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა. სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×