logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: კარგი იქნება, თუ „ხორავას საქმეზე“ შეწყდება პოლიტიკური სპეკულაციები
- +

3 ივნისი. 2019. 17:37

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში შეტანილ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, „ხორავას საქმეზე“ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოკლული მოზარდების მშობლების შეფასებით, არის ნაბიჯი სამართლიანობისკენ.

 

„ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოკლული მოზარდების მშობლები აღნიშნავენ, რომ ეს არის ნაბიჯი სამართლიანობისკენ. მთელი საზოგადოება ელის საქმის საბოლოო დასრულებას. უდავოდ კარგი იქნება, თუ შეწყდება პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია არ არის სასამართლოს განაჩენის შეფასება თუ განხილვა. აღსრულება, კი ბატონო, სწორედ მათი ვალდებულებაა. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, მართლაც უნდა შეწყვიტონ ასეთი მგრძნობიარე საკითხით პოლიტიკური დივიდენდების მიღება. რაც შეეხება გამოძიებას უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ მოკლული მოზარდებისა და საზოგადოების კითხვებს ამომწურავი პასუხი არ გაეცემა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა. სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner