logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: გირგვლიანისა და მოლაშვილის ოჯახებისთვის ტრაგედიაა, როდესაც მათი ყოფილი ადვოკატი დღეს სააკაშვილს მადლობებს უხდის
- +

3 ივნისი. 2019. 17:37

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია „იმედის კვირის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, გირგვლიანისა და მოლაშვილის ოჯახებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, გირგვლიანისა და მოლაშვილის ყოფილი ადვოკატის, შალვა შავგულიძისთვის არანაირი ღირებულებათა სისტემა არ არსებობს.

 

„იმედის კვირის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე გირგვლიანისა და მოლაშვილის ოჯახებთან დაკავშირებით:

 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ გირგვლიანისა და მოლაშვილის ყოფილი ადვოკატის, შალვა შავგულიძისთვის არანაირი ღირებულებათა სისტემა არ არსებობს.

 

ამის მერე როგორ უნდა ჩახედოს თვალებში გირგვლიანის და მოლაშვილის ოჯახის წევრებს შავგულიძემ, სრულიად წარმოუდგენელია.

 

ამ ოჯახებისთვის ნამდვილად ტრაგედიაა, როდესაც მათი ყოფილი ადვოკატი დღეს მკვლელების პარტიას შეუერთდა და სააკაშვილს მადლობებს უხდის, მათ ეს საჯაროდ განაცხადეს და ძალიან მკაცრად შეაფასეს შავგულიძის ამორალური პოზიცია.

 

სამარცხვინოა, როდესაც შავგულიძე იმ მოძალადე რეჟიმის შემოქმედების გვერდით დგას, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ გირგვლიანის, მოლაშვილისა და სხვა უამრავი ადამიანის საქმეებზე სამართალი არ აღსრულებულიყო! წლების წინათ შავგულიძე წინა ხელისუფლების ჯალათების დასჯას ითხოვდა და სწორედ ამით იქცა იმად, რასაც საზოგადოების თვალში წარმოადგენდა.

 

დღეს კი შავგულიძე მერაბიშვილსა და ახალაიაზე ვერ ამბობს, რომ ისინი გირგვლიანის საქმეზე სამართლიანად არიან დასჯილი და ცდილობს, თავი აარიდოს კითხვას!

 

ამ ყველაფრის შემდეგ ამ ადამიანზე საუბარს საერთოდ აღარ აქვს აზრი. გირგვლიანისა და მოლაშვილის ოჯახმა შავგულიძეს უკვე გამოუტანა მორალური განაჩენი, რომელსაც ვეღარასდროს ჩამოირეცხავს“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner