logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: თბილისის მერია, გაუფრთხილდით ამ უმაგრეს კაცს!
- +

4 ივნისი. 2019. 02:35

 

 

ორბელიანის მოედანი რეაბილიტაცია დასრულდა და დედაქალაქის ეს ერთ-ერთი უძველესი ადგილი, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტით გაიხსნა. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სწორედ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციასა და თბილისის მერიის მიერ მოწყობილ დღესასწაულს ეხმაურება ფეისბუქ-სტატუსით ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:

 

 

„ბრავო, კახა კალაძე! საქმეც შეგიძლია და დღესასწაულის მოწყობაც! თბილისის მერია,

გაუფრთხილდით ამ უმაგრეს კაცს!

 

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ კახა კალაძეს შეუძლია წარმატების გაზიარება. სპორტის გუნდურ სახეობაში წარმატებულმა დედაქალაქის მერმა იცის, რომ პოლიტიკაშიც გუნდური მუშაობა გაამარჯვებინებს მასაც და თბილისსაც და უცილობლად განაპირობებს ჩვენი სამშობლოს წინსვლას დღეს და მომავალშიც!

მოკლედ, დღეს ვუსმენდი და, - მთელი ხელისუფლება "მოგების წილში ჩასვა"!

და ეს არამხოლოდ პოლიტიკურად, წმინდა ადამიანურადაც მისასალმებელია!

 

  1. S. დღევანდელმა ზეიმმა დამავიწყა წელიწადნახევრის პრობლემები, რომლებთან გამკლავებაც გვიწევდა "ობიექტივის" თანამშრომლებს, სამშენებლო პოლიგონს რომ გადავყურებდით ხან დგანდგარ-ზანზარით და ხანაც შუქის მოულოდნელი გამორთვით შეწუხებულები.

ყოველდღე ჩვენს თვალწინ ინგრეოდა ძველი ფუტურო შენობები და ჩვენს თვალწინ იმართებოდა ახალი - მყარი ფუნდამენტით და ასწლეულებს რომ გაუძლებს, ისეთი ნაგებობები.

ვხედავდით, როგორ მოწმდებოდა მშენებლობის პროცესი და როგორ ათვალიერებდა თბილისის მერი სამშენებლო პოლიგონს.

თვითონ განიცდიდა და ჩვენც გვანერვიულებდა.

დღეს კი ყველას ახარებს ჩვენ თვალწინ განახლებული და თითქმის ახლიდან აშენებული ორბელიანის მოედანი” - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner