logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი „რუსთავი 2“-ს: რა სასაცილოები ხართ
- +

5 ივნისი. 2019. 16:17

 

 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრის სიუჟეტს, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე ესკორტით მივიდა“;

 

„ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების ლიდერები მიწვეული იყვნენ შეხვედრაზე“, თუმცა ბახტაძე მაინც საიდუმლოდ მივიდა;

 

„რუსთავი 2-მა“ პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი შემთხვევით აღმოაჩინა“;

 

„ბახტაძემ ზელენსკისთან შეხვედრა ძლივს მოახერხა“, ოღონდ ერთად ისხდნენ მაგიდაზე, თან ორივე ევროკავშირის მიწვევით;

 

„ლიდერებს შორის შეხვედრა ვერ შედგა“, თუმცა ნომრები კი გაცვალეს;

 

რა სასაცილოები ხარ, „რუსთავი 2“, - წერს ანდრია გვიდიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×