logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: გაფსიხებული სააკაშვილი და მისი რუსთავი 2-ის საცოდავად სამარცხვინო საინფორმაციო სამსახური
- +

6 ივნისი. 2019. 01:41

 

 

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ორი დღეა, კურიერი აცხადებს:

 

  1. პრემიერი ბრიუსელში "საიდუმლო" ვიზიტით ჩავიდა.
  2. პრემიერს რა უნდა ერთი თვით ადრე დაგეგმილ აშშ-დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე - სად გაგონილაო.
  3. რომ არა კურიერი, ვერავინ გაიგებდა, ოლიგარქმა პრემიერი ზელენსკისთან გააგზავნა, არ დანიშნო მიშა არსადო.

 

მოკლედ, არ დამეზარა, დავგუგლე, ვნახე, რა შეხვედრა იყო, რა მიღება, ვინ-ვის ხვდებოდა და რატომ...

 

რეალობა:

 

  1. "საიდუმლო" ვიზიტის შესახებ - მთელი მსოფლიოს ლიდერები იყვნენ ინფორმირებულნიც და შერჩევითად მიწვეულნიც. რასაც ერთის მხრივ ადასტურებს მათი დასწრება ამ წვეულებაზე და მეორე მხრივ, მათ ტვიტერებზე გამოქვეყნებული ფოტოებიც - ჩვენი პრემიერის მონაწილეობით. ყველამ იცოდა ყველაფერი, ემზადებოდნენ ამ მიღებისთვის, ჩავიდნენ ბრიუსელში, გამოეწყვნენ, წარმოთქვეს შესაბამის სფიჩები და ა.შ. ყველამ - სააკაშვილის გარდა.....

 

  1. მოდით ვნახოთ ვინ ესწრებოდა ამ "საიდუმლო" მიღებას?
  2. მამუკა ბახტაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
  3. გორდონ სოდლანდი - აშშ-ელჩი ევროკავშირში.
  4. რიკ პერი - აშშ-ენერგეტიკის მდივანი (მინისტრი).
  5. ჯარედ კუშნერი - აშშ-პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, (ივანკა ტრამპის მეუღლე).
  6. ანტონიო ტაიანი - ევროპარლამენტის პრეზიდენტი.
  7. ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების საკითხებში.
  8. მიგელ არიას კანიეტე - ევროკომისარი კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში.
  9. ანჟეი დუდა - პოლონეთის პრეზიდენტი.
  10. ვიორიკა დანჩილე - რუმინეთის პრემიერ-მინისტრი.
  11. ანა ბირჩელი - რუმინეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი.
  12. ვლადიმერ ზელენსკი - უკრაინის პრეზიდენტი.
  13. ჯორჯეტ მოსბაჩერი - აშშ-ელჩი პოლონეთში.
  14. რონალდ რიგვიცი - აშშ-ელჩი ბელგიაში.
  15. პიტერ დე კრემი - ბელგიის უშიშროების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი.
  16. ქეი ბეილი ჰაჩიონი - აშშ-ელჩი NAთO-ში.

ასევე, რამდენიმე ათეული პოლიტიკოსი, დიპლომატი, ბელგიისა და ევროკავშირის ისტებლიშმენტი.

 

  1. სააკაშვილი "ძღრენშია" მეგობრებო! ნიკა გვარ ამია - ბრიუსელში, ბახტაძის ამ ხანმოკლე ვიზიტის შედეგად, სამყარომ გაიგო, რომ:

უკრაინის ახალი პრეზიდენტი არ აპირებს რაიმე ფორმით ურთიერთობას სააკაშვილთან.

არ პირებს შესთავაზოს მას ოფიციალური ან არაოფიციალური თანამდებობა.

ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ განიხილავს სააკაშვილის ინტეგრაციას მათ გუნდში.

კიევის მერმა კი მას, მერიაშიც ვერ მოუძებნა ადგილი და პარტიაში მიდი - ნუ შეგვაღონეო უთხრა...

ოფიციალურმა კიევმა - აცნობა მსოფლიოს, პასპორტი მივეცით და შეგვეშვასო...

 

  1. ნათელია, რომ სააკაშვილისთვის, ზელენსკის ეს პოზიცია ცნობილი იყო (უკვე 1 კვირაა რაც კიევშია - მაგრამ პრეზიდენტმა არ გაიკარა). ეს პოზიცია კი მის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ერთგვარი - განაჩენი შეიძლება იყოს.

ზუსტად ამ რეალობის გაუკუღმართებისათვის, ( მიუხედავად იმისა, როგორ დააზიანებს ეს საქართველოს, რა პრობლემებს მოუტანს ქვეყანას და ხალხს, გახდება თუ არა დიპლომატიურ ურთიერთობებში სულ ცოტა, უხერხულად განსახილველი საკითხი) მიშა მიმართავს ტრადიციულ ხერხს. რუსთავი2 ატყობინებს ( ხოლო ნაცსპიკერატი უდასტურებს) საქართველოს, რომ პრემიერი ოლიგარქმა გააგზავნა ვითომ "საიდუმლოდ" - არა და აშკარად წინასწარ დაგეგმილ, დაორგანიზებულ, მრავალსტუმრიან, საჯარო შეხვედრაზე.

 

  1. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო მესიჯი იქნება: "ივანიშვილმა ჩააწყო და იმიტომ "დააპაშოლეს" მიშა უკრაინული ელიტიდან, თორემ ხომ იცით მისი წონა, ზომა სიგრძე, სიგანე, მადა - უკიდეგანოდ კრისტალურიაო".

 

- თქვენ ხართ "ევროპული საქართველო", "ძალა ევროპაშია" და "პროდასავლური მედია თუ პარტია"? რუსთავი2?“-2?

- არა!

- თქვენ საქართველოს ავადმყოფი მტერის, უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის - ჯიბის საცოდავი, სამარცხვინო, დაბოღმილი და მატყუარა "ტელევიზია და პარტიები" ხართ!

 

საქართველოს ამომრჩეველი, უკვე 7 წელია გიგებთ ყველგან და ყოველთვის. ასე იყო გასულ კვირასაც, დღესაც და მომდევნო კვირა დღესაც ასე იქნება. ახლა მომიძღვენით რეპორტაჟები და სთეითმენთები - აგერ მე და აგერ ჩემი ფაბრიკა-ქარხნები !!! - წერს ყანდიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner