logo_geo
eng_logo
ინგა ბერიკაშვილი: შორენა თეთრუაშვილი რომ არა, უწმინდესს უფრო მეტს დაუშავებდნენ
- +

6 ივნისი. 2019. 15:49

 

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წლებია, მიდის შორენას წინააღმდეგ ბრძოლა!

 

სტატია არ წამიკითხავს, რაც ჩანს სათაურში, ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ჩემთვის გასაგები იყოს, მისი ხსენებით უწმინდესს რომ ებრძვიან!

 

მე ვინ ვარ, რომ ვინმე განვიკითხო ან დავიცვა, ან ჩემი დაცვა რად უნდა შორენას, როცა უწმინდესი ენდობა და როდესაც უწმინდესს ძალიან უყვარს. არც ვიცნობ და არც ვმეგობრობ, მარტო მაშინ ვხვდები მას, როცა უწმინდესთან მაქვს ხოლმე ყოფნის ბედნიერება, მაგრამ ერთი რამ, რისი თქმაც საჯაროდ შემიძლია, ის არის, რომ შორენა რომ არა, უწმინდესს უფრო მეტს დაუშავებდნენ, ვიდრე ცხრა წლის მანძილზე უშავებდნენ და მავანნი დღესაც აგრძელებენ!

 

აი, რაც შეეხება „ღრმად მორწმუნეებს“, თქვენ კი გეტყვით, რომ არც უწმინდესზე მეტად გწამთ უფალი და არც მასზე ბრძენი არ ხართ, თქვენი მორალი, რომელიც უკვე ყველა წითელ ხაზს კვეთს, ისევ თქვენ გაზიანებთ, თორემ ვერც შორენას და მითუმეტეს, მის უწმინდესობას ვერაფერს დააკლებთ ამ თქვენი ცილისმწამებლური მარაზმით, რომელიც ათეული წლებია გრძელდება!

 

ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავმეორდები, უწმინდესი შორენას ენდობა და ამით ყველაფერია ნათქვამი!

 

თქვენ კიდევ თქვენ თავს და ოჯახს მიხედეთ, საქმე ნახეთ, რომ სხვის ცხოვრებაში და მითუმეტეს, რწმენაში უხეშად არ აფათუროთ ხელები!

 

უსაქმურობამ იცის აქ სოციალურ ქსელში თუ ისე პირად საუბრებში ბევრი უაზრო საუბრები და საქმით დაკავდით, საქმით და აღარ გექნებათ იმისი დრო, რომ სხვებს ცხოვრება გაუმწაროთ!“ - წერს ბერიკაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner