logo_geo
eng_logo
თათო გვარიშვილი: ყველას, ვინც კახა კალაძის დისკრედიტაციისთვის ჩემი შვილი გამოიყენა, სასამართლოში შევხვდები!
- +

7 ივნისი. 2019. 15:55

 

 

„არ მეგონა, ამის ახსნა თუ მომიწევდა, თუმცა, საჭირო გახდა, სამწუხაროდ...“ - წერს სოციალურ ქსელში 16 წლის გიგი ანთაძის დედა თათო გვარიშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გიგი არის 16 წლის ბიჭი უამრავი პრობლემით, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია. ბოლო დროს მოინდომა და დაინტერესდა ქუჩის მუსიკოსობით, დადის, სეირნობს თავისი დინამიკით და მღერის (როგორ გამოსდის, სხვა თემაა), ვისაც შეხება გქონიათ მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვთან, დამეთანხმებით, რომ მათი მართვა და შენს ჭკუაზე გადმოყვანა რეალურად შეუძლებელია. რაც შეეხება ვინმე ლიას პოსტს, რომელმაც უბრალოდ პოლიტიკური მოსაზრებით (ვითომ კახი კალაძის ბრალია გიგის პრობლემები) დაწერა ყოვლად აღმაშფოთებელი პოსტი და ერთი წამით არ უფიქრია გიგიზე და მისი ფოტოები გამოაქვეყნა - აუცილებლად შევხვდები სასამართლოში. აღარ ვლაპარაკობ სააგენტო „ნიუ რეპორტერზე“, რომელიც მზად არის, კალაძის დისკრედიტაციისათვის გამოიყენოს 16 წლის შშმ ბავშვი.

 

რაც შეეხება გიგის ჯიხურს, მერიის დახმარებით ვაკის პარკშია გადატანილი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას თანადგომის და გაგებისთვის, თქვენ ბევრად მეტი ხართ, ვიდრე „კეთილისმსურველები“, - წერს თათო გვარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner