logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ნაცპათოლოგებმა ზაზა სარალიძის განადგურება მანიაკი სააკაშვილის დავალებით სცადეს
- +

10 ივნისი. 2019. 12:30

 

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვინც კვირას, „რუსთავი 2“-ზე, „კვირის აქცენტებში“ ზაზა სარალიძის ემოციურ გამოსვლას მოუსმინა, უთუოდ მიხვდება, ვის გულისხმობდა, როცა ამბობდა, არავინ დამენახოს, ვინც იტყვის, რაღა დროს გირგვლიანიაო, ესე იგი, წლების შემდეგ ჩემზეც უნდა თქვან, რაღა დროს სარალიძეაო?!

 

სააკაშვილმა თქვა, რაღა დროს გირგვლიანიაო და მისმა სექტამ გამოაცხადა ზაზა სარალიძე მოღალატედ!

 

მოღალატე რატომ არის შვილმოკლული მამა, რომელიც ბოლომდე იბრძვის შვილის მკვლელობის მონაწილეთა დასასჯელად?! მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერის საშუალება არ მისცა ამ მწამებელთა სექტას?!

 

შარშან სწორედ ამიტომ ვუწოდე ნაცსექტისგან მართულ პოლიტიკურ პროცესს ნაცზონდერაღლუმი. კარგად ვიცნობ მაგათ მოდგმას, კარგად მახსოვს და ვიცი, რა ჩაიდინეს და რისი მკადრებლები არიან!

 

ისიც ვიცოდი, რომ პოლიტიკური მიზნებით უზნეოდ იყენებდნენ უზარმაზარ ტრაგედიას და ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ და ჩემს გადაცემაში „ობიექტივში“, ისიც ვთქვი, რომ ახლა საქართველოში მეორდება სიუჟეტი ფილმისა „როცა აყვავდა ნუში“. ვისაც ეს ფილმი ახსოვს, იმასაც გაიხსენებს, როგორ ცდილობენ, გარდაცვლილი გამოიყვანონ დამნაშავედ!

 

საზოგადოებასაც მოვუწოდე, რომ ეს ჩვენი, ყველას პრობლემაა!

 

დიახ, ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს რობაქიძეც, გირგვლიანიც, ვაზაგაშვილიც, გამცემლიძეც, სარალიძეც, დადუნაშვილიც და ყველა ის მოკლული ახალგაზრდა, ვინც სისტემამ შეიწირა ან/და ვისი მკვლელობის მიჩქმალვაც სისტემამ სცადა.

 

უნდა გვახსოვდეს არამარტო ამ ახალგაზრდების ხსოვნის პატივსაცემად, არამედ იმიტომაც, რომ მსგავსი სისასტიკე აღარ მოხდეს; იმიტომ, რომ სისტემამ ვეღარ შეძლოს ადამიანის განადგურება და სისტემამ ვეღარ შეძლოს მკვლელების მფარველობა!

 

ნაცპათოლოგებმა კი გაანადგურეს ირინა ენუქიძე და იური ვაზაგაშვილი და ახლა ზაზა სარალიძის განადგურება სცადეს აი, ამ მანიაკის დავალებით.

 

კარგად მოუსმინეთ, რას ამბობს ამ ინტერვიუში მანიაკი სააკაშვილი“, - წერს მძინარაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს:

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner