logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: რეფორმების დადებითი შედეგები მომავალში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება
- +

10 ივნისი. 2019. 14:13

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემის „Global Finance“-ის მიერ საქართველოს შეფასებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

მისი თქმით, ეს შეფასებები არის შედეგი იმ რეფორმებისა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს როგორც ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, ისე საბანკო რეგულაციების, დაგროვებითი საპენსიო რეფორმისა თუ საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით.

 

„ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ – „Global Finance“-მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნესრეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა.

 

„Global Finance“ აღნიშნული შეფასებისას ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს ეყრდნობა: მშპ-ს ზრდის პროგნოზს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებას, კორუფციის აღქმას ქვეყანაში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. ამასთანავე, ეკონომიკური კომპონენტების მიხედვით, საქართველო ხვდება ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივისა და კორუფციის აღქმის კომპონენტის მიხედვით, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზითა და ბიზნესის კეთების სიმარტივით სულაც ლიდერია როგორც რეგიონში, ისე ბალტიის სახელმწიფოებისა და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზეც კი.

 

მიმაჩნია, რომ ეს შეფასებები არის შედეგი იმ რეფორმებისა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს როგორც ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით, ისე საბანკო რეგულაციების, დაგროვებითი საპენსიო რეფორმისა თუ საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით; კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ეს შეფასებები ადასტურებს მიმდინარე რეფორმების შეუქცევად ხასიათს და სამწუხაროდ, ასევე, აჩვენებს ქართული ოპოზიციის მხრიდან რეფორმების ოპონირების წმინდა სუბიექტურ ხასიათს; ოპოზიციის შეფასებების ნარატივიც ხომ ძირითადად რეგულაციებისა და მმართველობის ნეგატივზეა აგებული.

 

გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, უკვე აისახა ევროკავშირთან გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაში;

 

ეკონომიკის სამინისტროს ბოლო ინიციატივებიც, რაც ინვესტორებთან ურთიერთობის „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, საშუალებას მოგვცემს, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები როგორც უცხოური ინვესტიციების ზრდის, ისე კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის თვალსაზრისითაც.

 

ქვეყანა მიდის წინ, რეფორმებისა და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების დადებითი შედეგები მომავალში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ „Global Finance“-მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანათა შორის დაასახელა. გამოცემამ საქართველო მოიხსენია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საყურადღებოა მკვეთრი ზრდისა და ინვესტორების მხრიდან ინტენსიური ინტერესიდან გამომდინარე. აღნიშნული ჯგუფის ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროპის ქვეყნებს შორის.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner