logo_geo
eng_logo
რა ისტორიას იხსენებს პაატა აბულაძე თბილიხიხ საკრებულოს წევრზე, რომელიც ცოტა ხნის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა
- +

14 ივნისი. 2019. 02:24

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი პაატა აბულაძე თბილისის საკრებლოს წევრის, დავით უჯმაჯურიძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ერთ ისტორიას იხსენებს:

„1985 წელია, ბურივესნიკის ბოქსის დარბაზში, საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა ახალგაზრდებს შორის, ფინალში ჩემი ძმა " ალალძმა მყავს მხედველობაში კ. აბულაძე " და დათო ხვდნენ, " მოგებული ავტომატურად ნაკრებში გადადიოდა" ყველა მონაცემებით ჩემმა ძმამ მოუგო, მაგრამ დავითას მამა მუშაობდა დიდ თანამდებობაზე და როგორც ხდებოდა დათოს ჩაუთვალეს მოგება, " აი აქ იწყება მთავარი" დაჯილდოების დროს , ეს მაშინ პატარა ბიჭი, მივიდა წამყვანთან, ართმევს მიკრაფონს და ჩემ ძმაულოცავს პირველ ადგილზე გამარჯვებას და ძმაკაცობის ხელი გაუწოდა. მაგის მერე ოჯახებით ვახლობლობდით.

ნათელში ამყოფოს, დავით ძმაო, ღმერთმა ნი ვაჟკაცური სული” - წერს პაატა აბულაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner