logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გეი-აღლუმი უნდა ჩაიშალოს და ჩვენ აუცილებლად ჩავშლით მას!
- +

15 ივნისი. 2019. 15:41

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს პატრიოტთა ალიანსს აქვს შეკრება 4 საათზე, ხვალ ბატონ ლევან ვასაძეს 8 საათზე, ზეგ ახალგაზრდა ნაციონალისტებს 7 საათზე, მაზეგ ვეტერანები 5 საათზე და ა.შ.

 

„ქართული მარში“ გამოხატავს სრულ პატივისცემას თითოეული მათგანის მიმართ, ჩვენი წარმომადგენლები მივლენ ყველა შეკრებაზე, ღმერთმა გაუმარჯოს თითოეულ პატრიოტულ ძალას!

 

ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ ასე ცალ-ცალკე შეკრებების გამოცხადებას აჯობებდა რომ ყველა ქართულად-ეროვნულად მოაზროვნე ძალა დასხდეს, დაილაპარაკოს, შეთანხმდეს და ერთიანი ბრძოლის სტრატეგიით გამართოს შეკრებები, დემონსტრაციები, მიტინგები, აქციები თუ კონტრაქციები! მერწმუნეთ - მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ საერთო მტრის დამარცხებას! გეი-აღლუმი უნდა ჩაიშალოს და ჩვენ აუცილებლად ჩავშლით მას! უფალმა ინებოს თქვენი გაერთიანება!“ - წერს ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner