logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ბოკერიას ახალგაზრდა პარტმუშაკებო, სხვა დროს ზურგიდან ნუ მოგვეპარებით!
- +

18 ივნისი. 2019. 12:51

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მხარდამჭერი ხომ არ ჰყავთ (საკუთარი ოჯახის წევრებიც სხვა პარტიებს აძლევენ ხმას) და ამ ტრაგიკულ ფონზე, ბოკერიას პოლიტჯგუფი ყურადღების მიპყრობას იმითი ცდილობს, რომ თბილისის საკრებულოს აივანზე ბოკერიას ორმა ახალგაზრდა პარტმუშაკმა „გმირობა“ ჩაიდინა - პლაკატი გადმოკიდა და ეს პლაკატი 2 წამში გაქრა... წარმოდგენა არა გვაქვს, ვინ გააქრო, რადგან იმ ახალგაზრდას არ ვიცნობთ.

 

სიმართლე გითხრათ, არც ხალხს მიუქცევია ყურადღება ბოკერიას შემოქმედებითი წვის შედეგად დაბადებული პლაკატისთვის, ვინაიდან აივანს ეკრანი ფარავდა... და არც აქციის ორგანიზატორები გადავრეულვართ, - ეს რა მოხდაო. ბოკერიას ახალგაზრდა პარტმუშაკებო, სხვა დროს ზურგიდან ნუ მოგვეპარებით, თუ პლაკატის გამოფენა დაგჭირდებათ, გვითხარით და დაგეხმარებით გამოფენაში... მეტი კრეატიულობა, მეტი! ისე, საინტერესოა, რამდენი საათი დახარჯეთ ამ „გრანდიოზული პროექტის“ მოფიქრებაზე?!“ - წერს ინაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner