logo_geo
eng_logo
მერაბ ბლადაძე: ვინ მოსთხოვს პასუხს ბათუმის საერთაშორისო აეროპოტის ადმინისტრაციას?!
- +

19 ივნისი. 2019. 21:58

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი მერაბ ბლადაძე, სოციალურ ქსელში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში არსებულ ანტისანიტარიაზე წერს და ფოტოებს აქვეყნებს:

„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ბათუმის ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტზე, ობიექტზე სადაც ჩამოსულ სტუმარს პირველი შთაბედილება რჩება - „ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი“... ყველაზე სამარცხვინო ობიექტი საქართველოში! სიბინძურე, ნაგვით გადატენილი, გაუსუფთავებელი ურნები, ტუალეტში საშინელი ანტისანიტარია, კარები არ იკეტება... დარბაზი არ ნიავდება, ჩახუთულობა, სუნი, კონდეციონერების გაუმართავობა.. წინა ფასადზე სადაც აწერია „ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი“ აკლია ასოები...

 ეს ყველაფერი იშვიათად, რომ ხდებოდეს ადამიანი გაჩუმდებოდა, მაგრამ იქ არსებული სიბინძურე და ანტისანიტარია უკვე წლობით გრძელდება..

 საბარგო დარბაზი - შეგნებულ დივერსიასთან გვაქვს საქმე, მთელი მსოფლიო ებრძვის ტერორიზმის საფრთხეს აეროპორტებში, გარდა ბათუმის აეროპორტისა. თავისუფლად შეუძლია, ნებისმიერ ტერორისტს ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ჩემოდანი, ჩააბაროს საბარგო განყოფილებაში და ის ჩემოდანი შეუმოწმებლად მოხდება თვითმფრინავის ბორტზე, მარტივი მიზეზით: საბარგო დარბაზში, სადაც ბარგი სპეციალური, რენტგენული  დანადგარით უნდა შემოწმდეს ძველი, უკვე ამორტიზირებულია და არ მუშაობს...

უზარმაზარი თანხა გაედინება თურქეთის რესპუბლიკაში, ბათუმის აეროპორტის, თურქული ადმინისტრაციის მეშვეობით.... ისმის კითხვა, რატომ უნდა იყოს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ასე გაუმართავი, რატომ არ ხარჯავს ბათუმის აეროპორტის მოიჯარე თურქული კომპანია, ელემენტარული კომფორტისთვისა და უსაფრთხოებისათვის თანხას?..

 ბათუმმა „ტურიზმის მსოფლიო ოსკარი მიიღო, გაზრდილია ტურისტების რიცხვი, მაშ რატომ ვექცევით ტურისტებსა და ჩვენს ქვეყანას, ასე უპასუხისმგებლოდ?!.

 ვინ მოსთხოვს პასუხს ბათუმის საერთაშორისო აეროპოტის ადმინისტრაციას?!

მალე ბათუმის აეროპორტის ტექნიკურ-ეკომონომიკური კვლევა ჩატარდება, სადაც გადაწყდება ბათუმის აეროპორტი გაფართოვდება, თუ სხვაგან აშენდება: ხომ არ აპირებთ  „ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის“ ახლანდელი მმართველი, თურქული კომპანია ჩართოთ ამ საქმეში?“ - წერს მერაბ ბლადაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner