logo_geo
eng_logo
„როგორ იმუშავეს ნაცების ჩანერგილებმა – სკამის დადგმიდან სააკაშვილის სპეცრაზმთან კონტაქტამდე – გადატრიალების მცდელობის დეტალები“
- +

23 ივნისი. 2019. 02:32

 

ჟურნალისტი მარიამ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველამ იცის, რომ გავრილოვის ჩამოსვლაზე არა მარტო ნაცებს, უამრავ ადამიანს ექნებოდა მწვავე რეაქცია. ნაცებმა წინასწარ გაავრცელეს ინფორმაცია, გავრილოვი ომობდა და ქართველები ჰყავს დახოცილიო, რითაც გაამძაფრეს სიტუაცია. ჩართეს საქმეში პარლამენტის აპარატის უფროსი, ნაცი, ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, გივი მიქანაძე და ასე აღმოჩნდა გავრილოვი იმ ავად სახსენებელ სავარძელში. ამის შემდეგ ატყდა ამბავი, მოუწოდეს ხალხს შეკრებისკენ და როგორც გათვლილი ჰქონდათ, იქ მივიდნენ არა მხოლოდ ნაცები, არამედ უფრო მეტნი. დაგეგმილი იყო სახელმწოფო გადატრიალება და ამიტომ გააკეთეს მოწოდებები პარლამენტში შეჭრაზე. ნაცებმა ისევ და კიდევ ერთხელ გამოიყენეს რუსი და გულუბრყვილო ხალხი, მიზნის მისაღწევად.

 

მათი მიზანი იყო არა პროტესტი, არამედ – ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია. ეს იყო ძალადობა! და გადატრიალების მცდელობა!

 

ბოლოს მიატოვეს გავეშებული ხალხი, რომლებიც პოლიციას რკინის ჯოხებით უსწორდებოდნენ და წავიდნენ სახლებში ან სათათბიროდ, დღეს რა გააფუჭონ!

 

მიშა ამბობს, მე კონტაქტზე ვარ სპეცრაზმის ხელმძღვანელთანო.

 

უნდა დაადგინონ, ვინაა ეგ მოღალატე და მას დაეკისროს პასუხისმგებლობა, რატომ გასცა ზოგადი ბრძანება ან გააფრთხილა გველის წიწილების თავისი ჯგუფი, რომ ისე ესროლათ, დაეზიანებინათ ადამიანები, რომ დღეს ყველამ იძახოს, როგორი პირსისხლიანი მთავრობა გვყავს.

 

ესაა სცენარი, რაც განვითარდა გუშინ..

 

და მაინც, „ოცნება“, ეს შენი ბრალია! ყველაფერზე პასუხისმგებელი შენ ხარ! ამოძირკვე ნაცები ან ის მაინც გააკეთე, რომ წინასწარ გაარკვიო, რა პროვოკაციას გეგმავენ და დასაწყისშივე ალაგმო!

 

დაიჭირეთ ამ ყველაფრის მომწყობები! გაუშვით კობახიძე, ეგ გამოშტერებული და არაფრის მაქნისი!

 

ლიდერის გარეშე დარჩენილ ხალხს, რომელსაც თავმოყვარეობა შეულახეს, ასე გამოიყენებს პროვოკატორი ნაცმოძრაობა!

 

ფუჰ, თქვენი!” – წერს ჯაფარიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner