logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: „ნაციონალების“ დაქირავებულო ტროლებო, ასე როგორ უნდა დაეცეთ, საკუთარ ხალხს ასე ხელაღებით დაუპირისპირდეთ?
- +

23 ივნისი. 2019. 18:04

 

 

საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივნიუსის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბიძინა ივანიშვილის ერთგულ ხალხს დაერივნენ „ნაცები“...

 

საიდან მოიტანეთ ეგ სისულელე? რა უფლება ჰქონდა ანზორ ჩუბინიძეს ბრძანების გაცემის, როცა სპეც-დანაყოფები, ექვემდებარება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს? ეს არის შემოგდებული თემა, პროვოკატორების მიერ და ადამიანები, რატომღაც სულელებად წარმოუდგენიხართ... თუკი, თქვენს თვითმიზანს ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა-გინება წარმოადგენს, კი ბატონო, საბაბიც მოგიძებნიათ, მაგრამ ეს სიცრუე და ბოროტება, იმის დაგეგმილია, ვისაც ამ ხელისუფლების, კიდევ უფრო დაკნინება სურს და აწყობს... ბოლოს და ბოლოს, სანამ, მოკლავთ და დამარხავთ ადამიანს, მანამდე ხომ შეიძლება, გაარკვიოთ ელემენტარული სიმართლე მაინც, სპეც-დანაყოფები რომელ უწყებას ექვემდებარება და ვის ბრძანებას ასრულებდნენ ისინი? ყველაზე მეტად, ვისაც არანაირად არ სჭირდებოდა, დასახიჩრებული და თვალებდათხრილი ადამიანები, ეს ხელისუფლებაა და ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდა, ეს ფაშისტური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობაა“ და სწორედ, მათმა მოსყიდულმა სპეცნაზელებმა განახორციელეს დამიზნებთ სროლა, აქციის მონაწილეთა მისამართით (ესეც ვარაუდით და არა მტკიცებით შემიძლია ვთქვა)... სიმართლე ესაა და ტყუილი, ის რასაც ამ ადამიანზე, ახლა ამ სისულელის გამავრცელებლები წერთ... „ნაციონალების“ დაქირავებულო და გამოთაყვანებულო ტროლებო, მეტი პერსპექტივა ცხოვრებაში ვიცით არა გაქვთ, მაგრამ, ასე როგორ უნდა დაეცეთ, საკუთარ ხალხს და ქვეყანას, ასე ხელაღებით, ბოროტებითა და სიცრუით დაუპირისპირდეთ? სირცხვილია უბრალოდ... სწორედ რომ, სიცრუემ და სიძულვილმა დააქცია ჩვენი ქვეყანა და ამაზე მეტად, ნუღარ  დაამხობთ და დააქცევთ... ნუ გახდებით, სხვის ხელში სამართავი, ვირტუალური თოჯინები და გაიხსენეთ, რომ თქვენც ქართველები ხართ და წარმოიდგინეთ, რას იგრძნობთ მაშინ, ის რომ დაგაბრალონ, რაც არ გაგიკეთებიათ?!.. იქნებ დაფიქრდით ამაზე...“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner