logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკის საბჭოში არ დაბრუნებულან!
- +

24 ივნისი. 2019. 16:14

 

საბანკო-საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება.

 

„ეს არ არის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭო, აქედან ისინი არავის გადაუყენებია! მამუკა ხაზარაძის მხრიდან მედიაში გასული ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტირებით გადის. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბანკის საბჭოში არ დაბრუნებულან!

 

 

აქციონერთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ბანკის მშობელ კომპანიაში - TBCBANK Group PLC -ში(თიბისი ბანკის 100%-იანი აქციონერი ლონდონში) მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ხელახალ არჩევას იმავე პოზიციაზე, რა პოზიციაც ეკავათ მანამდე დირექტორთა საბჭოში. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება უშუალოდ თიბისი ბანკის დირექტორატში ან სამეთვალყურეო საბჭოში პოზიციის დაკავებას.

 

აქედან გამომდინარე, ეს არანაირ კავშირში არ არის ეროვნულმა ბანკის, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე, რომლის მიხედვითაც თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, პოსტების დატოვების მიუხედავად მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეს, როგორც მესაკუთრეებს ბანკში ჯამური 20%-იანი წილი შეუნარჩუნდათ, თავის მხრივ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვების შესახებ განაცხადი 2 აპრილს გააკეთეს. ბანკმა ასევე დაფარა სების მიერ დარიცხული 1.1 მლნ ლარიანი ჯარიმაც, რადგან სებ-ის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების $17 მლნ-იანი ტრანზაქციის საქმეს უკავშირდება.

 

თავის მხრივ ამ რეზონანსული საქმის გამოძიება პროკურატურის მხრიდან, ფულის შესაძლო გათეთრების ბრალდებით, დღემდე გრძელდება“,-წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner