logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: წავიდა სანდრო მრევლიშვილი! მშვიდობით, ჩემო მეგობარო!
- +

24 ივნისი. 2019. 17:19

 

რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„წავიდა სანდრო მრევლიშვილი! ჩემო მეგობარო! ერთგულო, ქართული თეატრის გულანთებულო მოღვაწე! დიახ, ასე, ზუსტად ასე მოგმართავ, ჩვენი ძველი თეატრის ენით, რადგან შენ იყავი ის ერთ-ერთი ბოლო მოჰიკანი, ვინც არასდროს ყრიდა ფარ-ხმალს! რამდენი თეატრი გახსენი ჩემო სანდრო? ვეღარც ვითვლი! როგორი ბედნიერი ვიყავი, რომ ურთულეს წლებში შენ და მანანა მყავდით! არ მახსოვს თუმანიშვილის თეატრი შენო თანადგომის გარეშე! იმ დღემდე, როცა ასეთი ტკივილი მომაყენეს, სწორედ შენ ამოიღე ხმა პირველმა! შენ, ჩემი დიდი ოჯახის შვილო! მამაშენის, შენი დედის და ასეთი მამიდის პატრონი, სხვანაირი ვერც იქნებოდი! მხოლოდ იმისთვის გიხდი ბოდიშს, რომ დანაპირები ვერ მოვასწარი შემესრულებინა და შენს თეატრში, (ისევ ახალ თეატრში!), დადგმა ვერ მოვასწარი! გუშინ ვილაპარაკეთ! აგერ ჩემი არტისტები და აგერ შენი ახალი პროექტი, დაგვიხმარეო! თემო გოცაძის არაჩვეულებრივი პორტრეტია შენი ნამდვილი არსების გამომხატველი! მშვიდობით, ჩემო დაუდგრომელო მეგობარო! ყველაფრისთვის მადლობას გწირავ და ყოველთვის ჩემთან იქნებით, შენ და შენი ირმისთვალება მანანა!“ - წერს დოლიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner