logo_geo
eng_logo
რუსუდან წერეთელი: როცა ვამბობ, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, ამით არა პიროვნებას ვუჭერ მხარს, არამედ ქვეყნის ინტერესებს!
- +

25 ივნისი. 2019. 02:19

 

“წარმოიდგონეთ, ამერიკაში ვინმემ კონგრესის, ან თეთრი სახლის შტურმით აღება რომ მოინდომოს!” - წერს ჟურნალისტი, ემიგრანტი, რუსუდან წერეთელი, სოციალურ ქსელში წერს:

ერთი რამ მინდა ვთქვა: როცა ვამბობ, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, ამით არა პიროვნებას ვუჭერ მხარს, არამედ ქვეყნის ინტერესებს! როდესაც დაანონსდება პარლამენტის შტურმით აღება, რა თქმა უნდა, ამაზე პოლიციამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს! აქვე იმასაც ვიტყვი, რომ დაუყონებლივ უნდა გამოიძიონ და უმკაცრესად დასაჯონ ის პოლიციელები ვინც ძალის გადამეტება მოახდინა და მომიტინგეებს რეზინის ტყვიები პირდაპირ დაუმიზნა! ასევე უნდა დააკავონ პარლამენტის შტურმით აღების ინიციატორები!

ეხლა ერთი პატარა ამბავი მინდა გავიხსენო: 2011 წელია და ახალი დაწყებული მაქვს მუშაობა ამერიკის ხმაში. მოგეხსემებათ, ამერიკის ხმა არის ფედერალური სამსახური და შესაბამისად შენობაც დაცვის მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება. მომცეს დროებით საშვი, რადგან ჯერ არ მქონდა ამერიკის უშიშროების სამსახურთან სპეციალური შემოწმება გავლილი. ეს კი გარკვეულ დროს ითხოვდა. მოკლედ, დროებითი საშვის მქონე პირები, შენობაში შესვლისას გავდიოდით მკაცრ შემოწმებას: ხელჩანთებს ეკრანზე ატარებდნენ და ჩვენ, თანამშრომლები, სპეციალურ შესამოწმებელ დედექტორში გავდიოდით. ერთ მშვენიერ დღეს სახლიდან წამოვიღე ჩვეულებრივი დანა რედაქციაში გამოსაყენებლად. ორშაბათი დღეა და ქაღალდის ღია პარკით მიმაქვს გაკრიალებული დანა. მივესალმე ჩვეულებრივ დაცვის პოლიციელებს, იმათაც თბილად მომიკითხეს. დავდე ჩემი ნივთები ეკრანზე გასატარებლად და მე დინჯი ნაბიჯით დედექტორისკენ წავედი. გავიარე თუ არა, წამებში, მკრეს ხელი ზურგიდან ამ ერთ დროს ფაქიზმა და მეგობრულმა პოლიცელებმა, ამაწევინეს ხელები მაღლა, დამადეს ბორკილები და მეუბნებიან: ხმას ამოიღებ თუ არა ეს ყველაფერიც შენს საწინააღმდეგოდ შემოგიტრიალდებაო! მე ვტირი და ვიხვეწები ამიხსნან თუ რა მოხდა და რატომ დამაკავეს. პასუხსაც არ მცემენ! ჩამიყვანეს სპეციალურ სარდაფში (ამერიკაში ფედერალურ სამსახურებს აქვთ ასეთი სარდაფები) გამოიძახეს ფედერალური საგამოძიებო ბიურო, ამოატრიალეს და ყირაზე დაასცეს ჩემი ჩანთა, პირადი ნივთები და ყველაფერი…… ბოლოს როგორც იქნა მითხრეს, რომ დამაკავეს დანის გამო. თურმე ფედერალურ შენობაში აკრძალულია მსგავსი ნივთების შეტანა; უფრო მეტიც, რომ გაიგეს რომ ეს დანა მეტროთი მოვიტანე ამაზე სულ გადაირივნენ. სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ როგორც იქნა გამომიშვეს. მერწმუნეთ ეს იყო ყველაზე უმძიმესი წუთები ჩემს ცხოვრებაში! ახლა წარმოიდგინეთ ამერიკაში ვინმემ კონგრესის ან თეთრი სახლის შტურმით აღება რომ მოინდომოს იმას რას უზამენ!!!!!”

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner