logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: რაც გიორგი გახარიამ თქვა, უნდა შეასრულოს!
- +

25 ივნისი. 2019. 02:54

 

მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში და ყოფილი პარლამენტარი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

ინტერნეტ სივრცეში და საერთოდ, ისმის კითხვა: გადადგეს თუ არა შსს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი მინისტრი გიორგი გახარია?

 

ჩემი პასუხი: სიტყვა, რაც თქვა, ის უნდა შეასრულოს!!!  ყველა, ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებზე ასწია ხელი და მოუწოდა დამხობისკენ, ისინი უმკაცრესად დაისჯებიან!!! თუ ჩვენ პარლამენტის თავჯდომარეს (ირაკლი კობახიძე) ასევე “ქართული ოცნების” დამფუძნებელს და ერთ-ერთ ლიდერ დეპუტატს მოვთხოვეთ პასუხი ხალხის წინაშე და არ ვაპატიეთ შეცდომა, ვინ მიგდიან ინტრიგანი სისხლის მსმელი წურუბელები?! მელია, უგულავა, ოქროუაშვილი, ვირთხა “კაკებეშნიკი” ვაშაძე, რომლებიც ღიად მოუწოდებდნენ აღელვებულ ხალხს სახელმწიფო გადატრიალებისკენ?! სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმით აღებისკენ?!

 

ასევე უნდა აგონ მთელი სიმკაცრით პასუხი იმაზე, რომ თავიანთი მოღალატეობრივი მოწოდებებით პოლიცია სცემეს, დაამცირეს და დაასისხლიანეს!!! აი, ამას თუ არ შეასრულებს, მაშინ მართლაც უარესის ღირსი ვყოფილვართ!! - წერს ლუკა კურტანიძე

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner