logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: შესაძლოა პარლამენტის შტურმის გამეორებაც
- +

25 ივნისი. 2019. 12:38

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნაცმოძი“ და მისი სატელიტები ყველაფერს (!!!) გააკეთებენ, რომ რუსთაველზე საპროტესტო აქცია შეინარჩუნონ და განავრცონ, რადგანაც ამ 7 წლის მანძილზე არასოდეს ასეთი შანსი არ მისცემიათ.

 

გახარიას პარლამენტში მისვლას და მოხსენების გაკეთებას ყველანაირად შეეწინაღმდეგებიან, ბოლოს და ბოლოს დაუშვებენ საშვების მაქსიმალურ რაოდენობას თავიანთ აქტივისტებზე, შეიყვანენ პარლამენტში და იქ მოაწყობენ შეხლა-შემოხლას.

 

ამას დიდი ალბათობით მოჰყვება პარლამენტს გარეთ მიტინგის მონაწილეთა ეგზალტირება და შესაძლოა პარლამენტის შტურმის გამეორებაც, 20 ივნისის შემდეგ პოლიცია უკვე ვეღარ იმოქმედებს ისე აქტიურად.

 

დღეს მიტინგის მონაწილეებს მიაწოდეს იდეა საზმაუს ძალით აღებაზე და ხვალ-ზეგ გაჩნდება კიდევ ახალი იდეები და მეთოდები. მიტინგის ზოგმა მონაწილემ ამაზე ისაუბრა - ჩვენ კრეატიული ხალხი ვართო...

 

ასე რომ, 0%-ბარიერიანი პროპორციული არჩევნების გამოცხადება ჯერჯერობით არ მოჩანს საკმარისად სიტუაციის განმუხტვისათვის. სამწუხაროდ.

 

როგორც ადრე აღვნიშნე, საზოგადოების ის ნაწილი, ვინც აქციას არ ემხრობა, ჯერჯერობით არ აქტიურობს და დაკვირვების რეჟიმშია“, - წერს ანჯაფარიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner