logo_geo
eng_logo
ლიკა გამრეკელი: 2012 წლის მაისი! დედაჩემს პირდაპირ ეთერში აყურებინეს როგორ მაფორთხიალეს შუა რუსთაველზე!..
- +

1 ივლისი. 2019. 03:34

 

ფეისბუქის მომხმარებელი ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“აქედან 10 წუთში დამიჭირეს

2012 წლის მაისი !

3 დღის მანძილზე ორჯერ დამიჭირეს! დედაჩემს პირდაპირ ეთერში აყურებინეს როგორ მაფორთხიალეს შუა რუსთაველზე.

ერთადერთი შვილის ლიკვიდაციით, ღიმილით ემუქრებოდნენ და ყოველ დღე ტირილის ფონზე მიწევდა სახლიდან გამოსვლა  მახსოვს 2012 წლის სექტემბერში მე და ჩემს მეგობრებს როგორ გვემუქრებოდა სამმართველოს მაღალჩინოსანი, ცოცხები სანატრელი გექნებათ 2 ოქტომბერსო.

ეხლა კი როცა ყველას გაქვთ ლაპარაკის საშუალება და ზოგიერთი იმდენად უზრდელები ხართ, რომ უშვერი სიტყვებით ილანძღებით, ხანდახან ვბრაზდები, მაგრამ მერე ვფიქრობ და ვიღიმი, მე ხომ ამისთვის ვიბრძოდი! ვიბრძოდი რომ შიშის გარეშე გქონოდათ საშუალება ლაპარაკის! თითოეული ახალგაზრდა ვიბრძოდით თქვენი სიტყვის თავისუფლებისთვის და თუ დღეს იმდენად დაბალი დონის ადამიანები ხართ, რომ ბილწსიტყვაობის გარეშე არ შეგიძლიათ საკუთარი აზრის დაფიქსირება, დაე იგინეთ, რადგან ეს თქვენი ღია, შიშის გარეშე ლაპარაკი არის ნათელი დასტური იმის რომ მე და ჩემმა მეგობრებმა გავიმარჯვეთ!!!

ჩვენ შევძელით და თქვენ დაგიბრუნეთ თავისუფლება!

ჩვენმა ბრძოლამ მოგიტანათ თქვენ კუთხიდან გამოძვრომის და საკუთარი აზრის, შიშის გარეშე, დაფიქსირების უფლება!

მაინც მინდა გისურვოთ, ერთ დღეს გაგღვიძებოდეთ და თქვენც გებრძოლოთ იმისთვის რომ უკან, სიბნელეში არ დააბრუნოთ, ჩვენი ყველას საქართველო” - წერს გამრეკელი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner