logo_geo
eng_logo
მარი ჭელიძე: ვინმემ მაინც შემახსენეთ, მიშას დროს რომ სისაძაგლეები ხდებოდა, ან სუხიშვილები, ან ქათამაძე, ან რაჭველიშვილი...
- +

1 ივლისი. 2019. 15:34

 

 

Facebook-მომხმარებელი მარი ჭელიძე სოციალურ ქსელში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რა მძიმე საყურებელია ლუსტრაციის პროცესი. ისე, კი ვგრძნობდი, მაგრამ... აბა, რა უნდა ვთქვა, შევაქო, რა პატრიოტები ხართ, როგორ დადექით პუტინის წინააღმდეგ, გახარიას გადადგომის მოთხოვნით? ვინმემ მაინც შემახსენეთ, მიშას დროს რომ სისაძაგლეები ხდებოდა, ან სუხიშვილები, ან ქათამაძე, ან რაჭველიშვილი, ან... მაშინ, ეტყობა, უფრო დიად იდეებს გრძნობდნენ მიშას მიხრა-მოხრაში. ნეტა, შეეძლოთ საკუთარი თავის შორიდან დანახვა. ლევან ბერძენიშვილის მიმართვა ამომიტივტივდა რუსუდან ფეტვიაშვილის მიმართ. მაშინ გავიფიქრე, რომ უზუსტესი იყო ეს მიმართვა. დღეს კი ბერძენიშვილიც მიშასთან ერთად ცეკვავს ტანგოს. რა საოცარი მოვლენების მომსწრენი გავხდით. ასეთი ლუსტრაცია ნამეტანია. მე მრცხვენია მათ ნაცვლად“, - წერს მარი ჭელიძე.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში უკვე მე-12 დღეა მიმდინარეობს ახალგაზრდების საპროტესტო აქციები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner