logo_geo
eng_logo
ბონდო ქურდაძე: ვერავინ დამაჯერებს, რომ მაკო გომურის ტრაგედიაზე ნიკა გვარამიას უფრო შესტკივა გული, ვიდრე გიორგი გახარიას...
- +

2 ივლისი. 2019. 22:07

 


ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

 

დასასჯელები უნდა დაისაჯონ, ორი აზრი არ არსებობს(!)... მაგრამ ვერავინ დამაჯერებს დედამიწის ზურგზე, რომ 18 წლის მაკო გომურის ტრაგედიაზე, ნიკა გვარამიას უფრო შესტკივა გული, ვიდრე გიორგი გახარიას...

 

 

რა ცეკვა-თამაში აუტყდა, ამ ტრაგედიის ფონზე, ელენე ხოშტარიას?!.. გუშინ, ნინგის ცრემლებს ღვრიდა, გვარამიასთან ერთად, დღეს კი, როკავს და ხტუნავს...

 

 

არავის გაგიკვირდეთ, სანამ ესენი ტყუან-მართალს გაარკვევენ, უცებ გაიგოთ, რომ... გიორგი გახარიას არ გაუცია ბრძანება შეტევაზე გადასასვლელად, რადგან მას, უბრალოდ, ამის უფლება, არ ჰქონდა(!)... სხვადასხვა უწყებათა სპეცრაზმებსა და შენაერთებს, სხვა პიროვნება უწევდა ზედამხედველობას(!)...

 

 

ამიტომ ააქვს პირში წყალი ჩაგუბებული,ენაწყლიან მინისტრს და ამ კითხვას, დელეკატურად გაურბის“... - წერს ბონდო ქურდაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner