logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე არჩილ თალაკვაძეზე: პირადად ვარ იმის მომსწრე, როგორ იცავს წესრიგს!
- +

1 ივნისი. 2016. 21:21


რატი ბრეგაძე „რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის ავტომანქანა აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში დაფიქსირდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

„ცილისწამებასაც აქვს საზღვარი. შავი არ არის თეთრი. ორჯერ ორი არ არის ხუთი, ორჯერ ორი ოთხია.

 

მეამაყება ჩემი თითოეული მეგობარი და ბედნიერი ვარ, რომ ისინი სამაგალითონი არიან. მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ მათგანზე აჩიკო (ჩიკო) თალაკვაძეზე, რომელთანაც 15 წლის ახლო მეგობრობა მაკავშირებს. არაერთხელ ვმჯდარვარ აჩიკოს სამსახურეობრივ მანქანაშიც და პირადად ვარ იმის მომსწრე როგორ იცავს წესრიგს. გარდა ამისა მე მის მიერ ადამიანების პატივისცემის და მათ უფლებებზე ზრუნვის გარდა სხვა რამ არ მახსოვს. ის წესიერი მეოჯახე კაცია და თავის საქმეს სრული მონდომებით პირნათლად ემსახურება. ბევრი რამის თქმა შემიძლია მისი დადებითი ადამიანური და ვაჟკაცური თვისებების შესახებ თუ ვინმეს დეტალებში დააინტერესებს. დააბრალო მას ის რაც მის ბუნებასთან წინააღმდეგობაშია იგივეა თქვა, რომ დედამიწა ბრტყელია. მედიის თავისუფლება ცილისწამებას და "გავრცელებულ ინფორმაციაზე" ადამიანის დაუმსახურებელ შეურაცხყოფას არ გულისხმობს. ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვა მხოლოდ სახელმწიფოს მოვალეობა არ არის, ის ჩვენი მოვალეობაცაა.

 

P.s. აჩიკოს სამსახურეობრივი მანქანა შავი ფერისაა კადრში კი თეთრი მანქანა ჩანდა. თეთრი შავი არაა და ამას ვერავინ დაიჯერებს. საპნის ბუშტები სკდება და ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს."- წერს ბრეგაძე.


აღნიშნულის შესახებ განცხადება თავად არჩილ თალაკვაძემაც გაავრცელა:


http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=10161


 

right_banner
არქივი
right_banner