logo_geo
eng_logo
სიმონ კილაძე: NATO- თუ არ მიგვიღებ, თუ „მაპ“-ს არ მოგვცემ, მაშინ რით დაგვამშვიდებ?
- +

1 ივნისი. 2016. 21:41


ანალიტიკოსის სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში  ვარშავის სამიტის შესახებ წერს:



„ვარშავის სამიტის წინ საქართველომ NATO-ზე შეტევა დაიწყო: ჩვენი თავდაცვის მინისტრი დღეიდან ორკვირიანი ევროპულ-ამერიკული ვიზიტით უცხოეთში გაემგზავრა, შეხვდება იქაურ კოლეგებს და ალიანსთან დამოკიდებულების საკითხს გაარკვევს.

 

NATO, თუ არ მიგვიღებ, თუ "მაპ"- არ მოგვცემ, მაშინ რით დაგვამშვიდებ? თორემ გასკდა ეს გული ნერვიულობით...

 

ეს ცოტა ხუმრობით, უფრო სერიოზულად კი, როგორც ჩვენი პოლიტიკოსები ამბობენ, NATO -სკენ მიმავალ გზაზე სიარული ბევრად კარგი და სასარგებლოა ქვეყნისათვის, ვიდრე მასში გაწევრიანება. ანუ, რაც უფრო დიდხანს მოვუნდებით ბრიუსელამდე მისვლას, მით უკეთესი - მეტ რეფორმებს განვახორციელებთ, მეტ ჯარისკაცს გავგზავნით ცხელ წერტილებში, უფრო სწრაფად ავაშენებთ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოს და როცა პოლიტიკური კონიუნქტურა ნატოში გაწევრიანების საშუალებას მოგვცემს, ჩვენც სრულად მზად ვიქნებით და ეგრევე შევხტებით..."- წერს კილაძე. 


 

right_banner
არქივი
right_banner