logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: გვარამიას იმედი აქვს, რომ მიმდინარე აქციას „რუსთავი 2“-ის ვითომდა დასაცავ აქციაში გადაზრდის
- +

3 ივლისი. 2019. 17:52

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში თბილისში მიმდინარე აქციებზე და „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

 

მისი თქმით, არეულობა, დაპირისპირება, პროვოკაციები დამთავრდა.

 

„ყველა ვხედავთ, რომ პარლამენტთან აქციებმა, ფაქტობრივად, უაზრო ხასიათი მიიღო. იმდენად უაზრო, რომ მშვილდაძის „რიხიანი“ მოწოდებები ისე იფანტება ჰაერში, როგორც 70-იანი წლების რადიოხულიგანის მიერ გაშვებული სიგნალები.

 

საინტერესოა, ვის სჭირდება წყლის უაზრო ნაყვა, რომელიც გინდა-არ გინდა, რაღაც თანხებთან არის დაკავშირებული.

 

მიHას პარლამენტის წინ ხალხის მცირე რაოდენობა, რომლებიც მშვიდობიანად დგანან და ზოგი ქორწინდება, ზოგი ცეკვავს და ზოგიც, უბრალოდ, დროს ატარებს, აღარ აინტერესებს.

 

არეულობა, დაპირისპირება, პროვოკაციები დამთავრდა. ამიტომ მიHა ამაში ფულის გადამხდელი არ არის. ბოკერია ფულს 12-კაციან აქციაში კი არა, ზაფხულში საბანს არ გადაიხდის.

 

რჩება ერთადერთი ვარიანტი:

 

18 ივლისს სტრასბურგში ჩანიშნულია სასამართლო სხდომა „რუსთავი 2“ საქართველოს წინააღმდეგ (რა სიმბოლურია არა? რომელზეც ნიკა გვარამიას ბოლოდროინდელი „დვიჟენიებიდან“ გამომდინარე, „რუსთავი 2“-ს მის კანონიერ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნებენ.

 

ასე რომ, აქცია პარლამენტის წინ არც ნაცებს, არც ევრონაცებს და მით უმეტეს დანარჩენ საქართველოს არ სჭირდება.

 

გაგიკვირდებათ და არავის სჭირდება, ნიკა გვარამიას გარდა.

 

დიახ, ნიკა გვარამიას გარდა, რომელიც ზუსტად ისე იქცევა, როგორც საქალაქთაშორისო ავტობუსის მგზავრი ქალბატონი, რომელიც ცარიელ სკამზე ადგილის დასაკავებლად ჩანთას დებს და თვითონ თავის საქმეებზე მიდის.

 

გვარამიას იმედი აქვს, რომ მიმდინარე აქციას „რუსთავი 2“-ის ვითომდა დასაცავ აქციაში გადაზრდის („რუსთავი 2 ჩემია“, „არ შემოვუშვათ მოძალადეები“ და ა.შ.).

 

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მისი ილეთები რამდენჯერმე ნანახი გვაქვს. დამერწმუნეთ, რომ ის, გერმანიის ელჩის არ იყოს, სტრასბურგის სასამართლოსაც დაუპირისპირდება.

 

ჩვენ კი, უბრალოდ, დაველოდოთ 18 ივლისს და ვიქონიოთ სახელმწიფოს იმედი, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც აღასრულებს“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner