logo_geo
eng_logo
კახა მიქაია ლევან ბერძენიშვილს: თითქმის 30 წლის მერე რომ მიხვდები ადამიანი, რომ დაიბადე და თანაც რისთვის, მთლად კარგად არ უნდა იყოს შენი საქმე
- +

7 ივლისი. 2019. 22:38

 

 

კახა მიქაია სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ლევან ბერძენიშვილს მიმართავს:

"ლევან ბერძენიშვილი: ,,თანამედროვე საქართვლოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა. ერთი არის 9 აპრილი, როდესაც ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როდესაც მისი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, როდესაც მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელი ფერი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში, 20 ივნისი, როდესაც გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისათვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდეთ, რომელთაც უყვართ და დაიცავენ მის ღირსებას."

როგორც იქნა, თავად დიდმა ლევანმა აღიარა, რომ ახალი საქართველოს დაბადების დღე 9 აპრილია და არა 26 მაისი!!!ალბათ, დიდი ლევანის ამ შეგონებას სხვებიც გაიგონებენ, პირველ რიგში ხელისუფლება და 30 წლის შემდეგ მაინც, 9 აპრილს ვიზეიმებთ ახალი საქართველოს დაბადებას, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და ამით პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირებს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნასაც, რომელმაც 1991 წლის 9აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა!მართალია ამ სახელის გაგონება ბევრ ვინმეს შეამცივნებს, პირველ რიგში თავად დიდ ლევანს, მაგრამ რას იზამ, დიდო ლევან, ცხოვრებაა რთული! მითუმეტეს, შენთან ახლად შერიგებულმა, თანამედროვე ქართული პოლიტიკის აზდაკმა, თვით ნ. გვარამიამ ზვიად გამსახურდია ცოტა ხნის უკან ტიტანად აღიარა! ასე, რომ...

ეს ერთი!!!

ახლა, რაც შეეხება იმას, რომ 20 ივნისს მიხვდა ეს ქვეყანა რისთვის დაიბადა...

არა, მართლა, თითქმის 30 წლის მერე რომ მიხვდები ადამიანი, რომ დაიბადე და თანაც რისთვის, მთლად კარგად არ უნდა იყოს შენი საქმე და არც მთლად ცუდად!!!მაინც ხომ მიხვდი ბოლოსდაბოლოს! ასე, რომ...

და ბოლოს, ახალგაზრდებო! იცოდეთ! თქვენამდე ამ ქვეყანაში ამ 30 წლის მანძილზე არ ცხოვრობდნენ, არც აზროვნებდნენ, არც იბრძოდნენ, არც უყვარდათ, არც სძულდათ და საერთოდ არ არსებობდნენ, თავად დიდი ლევან ბერძენიშვილიც კი...

ახლა გაიგო ყველამ თქვენი მეშვეობით, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ 9 აპრილს აღდგენილ დამოუკიდებლობას დაცვა სჭირდება და კიდევ ბევრი რამ ...

ამიტომ, სანამ დიდი ლევანის უმცროსი ძმა დავითი, ბიძინა ივანიშვილს, თავად ბიძინას მიერ დადებულ ნაღმებზე ააფეთქებდეს, გულწრფელად მინდა ამ გამოღვიძებაში და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში წარმატებები გისურვოთ და მეც ერთი ,,მექალთანე," ,,შარაფისტი" და დიდ ლევანზე ნაკლებად ცნობილი მოპოეტო ქართველის სიტყვებით მოგმართოთ:

,,ამას ველოდი, მოვესწარ, ვიცინი, აღარ ვსტირი მე,ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ,გამოდით, თქვენი ჭირიმე", - წერს კახა მიქაია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner