logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: თუ არ მინდა, რომ ეს ქვეყანა ავანტიურისტებმა საბოლოოდ გაანადგურონ, ვარ ლუსტრირებული, ხომ?!
- +

8 ივლისი. 2019. 12:51

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზოგიერთი ამტკიცებს, გაბუნიას გამოხდომა იყო მარაზმი, მაგრამ ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა, საზოგადოებაში მოხდა დიდი ლუსტრაციაო!

 

ესე იგი, თუ მე განათლება არ მიმიღია რუსეთში გრიგოლ ვაშაძის, ელენე ხოშტარიას, ბაჩუკი ქარდავას და სხვათა მსგავსად... არ მიმუშავია რუსეთში იმავე ბაჩუკი ქარდავას, კობა ნაყოფიას და სხვათა მსგავსად... არ მაქვს ბინა მოსკოვში ან პეტერბურგში მამუკა გამყრელიძის, იმავე კობა ნაყოფიას და სხვათა მსგავსად, ვარ რუსეთუმე, ხომ?!

 

ესე იგი, თუ მე რუსეთში არ მაქვს ბიზნესები და არ დავფრინავ კვირაში ერთხელ, ვარ რუსეთუმე, ხომ?!

 

ესე იგი, თუ მე არ მინდა, რომ ეს ქვეყანა ავანტიურისტებმა ჩაითრიონ ახალ საეჭვო ომში და საბოლოოდ გაანადგურონ... თუ მე არ მომწონს ამ დონეზე ლაპარაკი და მინდა, რომ ოკუპანტებს ვაჯობოთ ჭკუა-გონებით, ვარ ლუსტრირებული, ხომ?!

 

დაე, ვიყო რუსეთუმეც და ლუსტრირებულიც“, - წერს ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner