logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: ამაზრზენია საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მდარე სპექტაკლები
- +

8 ივლისი. 2019. 14:37

 

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ის, რაც „რუსთავი2“-ის ეთერში მოხდა, ცდება ყოველგვარი შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ჩარჩოებს და პირდაპირ არის მიმართული ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამატებითი რისკების შექმნისკენ.

 

„თუ ჩვენ არ ვიქენით, ქვა-ქვაზე ნუ დარჩებას“ პრინციპი, „თუ ჩვენ ვერ ვერევით ხელისუფლებას, მტერს მაინც ავარევინოთ ქვეყანა“ პრინციპით გრძელდება.

 

ამაზრზენია ეს ზედაპირული, პათეტიკური, „ურა-პატრიოტიზმით“ შეფუთული, რეალურად კი საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მდარე სპექტაკლები.

 

ჯვარი გვწერია და რაღაც რომ მოხდეს, „მეხუთე კოლონას“ და „შულავერის კომიტეტს“ კიდევ სხვას დაარქმევენ“, - წერს დავითულიანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner