logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: შსს-მ თავიდან აიცილა მძიმე ფიზიკური შეჯახება ჯგუფებს შორის
- +

9 ივლისი. 2019. 12:43

 

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე გუშინდელ აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ შსს-მ შეძლო მძიმე აქციების მშვიდობიანად ჩატარება.

 

მის თქმით, გუშინ მშვიდობიანად ჩატარდა პრაიდიც, მარშიც, ოპოზიციის/ახალგაზრდების აქციაც.

 

„გუშინ 4 სხვადასხვა ადგილზე შსს-მ უსაფრთხოდ უზრუნველყო მძიმე აქციების მშვიდობიანად ჩატარება, მათ შორის, საზოგადოების უკიდურესად დაპირისპირებული ჯგუფების პარალელური აქციების, ისე რომ თავიდან აიცილა მძიმე ფიზიკური შეჯახება ჯგუფებს შორის.

 

მესმის, რომ ოპოზიციას ძალიან უნდა, პარლამენტის წინ „ქართული მარშის“ და სხვების აქცია როგორმე ხელისუფლებას მიეწებოს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს აქცია (ჩემთვის სრულიად მიუღებელი) არა ხელისუფლებამ, არამედ „პრაიდის“ გამართვის განცხადებამ გამოიწვია და უკვე დასრულებულია.

 

გუშინ მშვიდობიანად ჩატარდა „პრაიდიც“, მარშიც, ოპოზიციის/ახალგაზრდების აქციაც“,- წერს თამარ ჩუგოშვილი fasebook საკუთარ გვერდზე.

 

გუშინ პარლამენტის შენობის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა, ხოლო მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის წინ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომლებიც პარლამენტთან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქციებს მართავენ.

 

რუსთაველის გამზირზე, ორი აქციის გამიჯვნის მიზნით, სამართალდამცველებმა სპეციალური კორდონი მოაწყვეს და გზა ავტობუსებით ჩახერგეს. სამართალდამცველები უსაფრთხოების დაცვას ცდილობდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner