logo_geo
eng_logo
ნათია ფანჯიკიძე: აღარ გამაჩნია ნიკა გვარამიას ღიმილი და გთხოვოთ ღიმილები დამიწერეთ…
- +

11 ივლისი. 2019. 02:13

 

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

მოკლედ, გუშინ ჩემზე გაბრაზებულმა ნიკა გვარამიამ ტუქსი გამოაქვეყნა, სადაც რადგან რამდენიმე დამაკავშირებელი სიტყვის გარდა Эამის ქმარი, ქმარი, ქმარი, ქმარი, ქმარი, ქმარი.. დამხვდა, ვიფიქრე, ამაზე აბა რა უნდა უპასუხო ამხელა ტელევიზიის ამხელა მეთაურს, მითუმეტეს რომ ამის პასუხი სწორედ ჩემს იმ სტატუსშია, რომელმაც გაანაწყენამეთქი. ქმარი-ქმარის კვალდაკვალ რა უწერია, - რა თქმა უნდა, “ წლის” ჟანრის კლასიკა.

ახლა ისევ შემომხვდა გზად მისი ტუქსი და როგორც მოგახსენეთ იმდენი Эქმარი-ქმარიЭ ეწერა, როგორც ჭეშმარიტ რაჭველს, გამომრჩენია, მთავარი ვერ აღმიქვამს, - სსრკ სკოლის დიქტატორი მასწავლებელივით განკარგულება რომ გამოუცია და ღიმილი ჩამოურთმევია ჩემთვის, იმუქრება, “გავუღიმეთ, გვეყოფაო”. ზუსტად ჩემი სკოლის მუსიკის მასაწავლებელივით უწერია, თმებს რომ მაწიწკნიდა.

მე არ მეყოფა თქვენი ღიმილი ბატონო ნიკა, რადგანაც, უპირველესად, ღიმილით ჰგავხართ მაისის დღესა. გთხოვთ, არ აჰყვეთ ესკალაციას და პროვოკაციას და არ დამტოვოთ ღიმილის გარეშე.

პატივისცემით, ნ.ფ.

პ.ს. მეგობრებო, თქვენთან თხოვნა მაქვს, ადამიანის სახელის სალანძღავად და ფეხების საწმენდად გამოდება იცით, რომ ეწინააღმდეგება ჩემს ცხოვრების კონცეფციას. ნუ დაწერთ ისეთ უხეშ ან აგრესიულ რამეს, რომ იძულებული გავხდე წავშალო. უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდათ, რომ აღარ გამაჩნია ნიკა გვარამიას ღიმილი და გთხოვოთ ღიმილები დამიწერეთ, მინდა დავიმარაგო, ვინ იცის, აღარასდროს გამიღიმოს” - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner