logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი იდეოლოგი ნიკა გვარამია 20-21 ივნისის პარლამენტში შეჭრის მცდელობას „საშვების რევოლუციად“ მოიხსენიებენ
- +

11 ივლისი. 2019. 11:38

 

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში 20-21 ივნისის მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რუსთავი 2“-ის როლზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს და ამბობს, რომ ამ მავნებლურმა ჯგუფმა პუტინი და კადიროვი მოიწვია საქართველოში.

 

მისი თქმით, მათი ხელწერაა, რომ თავისი დანაშაული სხვას გადააბრალონ და სიმართლის მოდელირება მოახდინონ.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი იდეოლოგი ნიკა გვარამია 20-21 ივნისის პარლამენტში შეჭრის მცდელობას „საშვების რევოლუციად“ მოიხსენიებენ. მათ თურმე სასაცილოდ მიაჩნიათ მომხდარი. ამტკიცებენ, რომ გეგმა არ ჰქონიათ. მაგრამ ამ ხალხის ჭუჭყიანი წარსული და რაც მთავარია, გაცილებით უარესი ამჟამინდელი აწმყო საქმიანობა, საწინააღმდეგო დასკვნას გვაკეთებინებს.

 

დიახ, საშვებით, „მოლოტოვის კოქტეილებით“, სააკაშვილის და რუსეთის მოქალაქე ნაყოფიას სიცრუის ფაბრიკა „რუსთავი-2“ და მისი დირექტორი - ყოფილი პროკურორი გვარამია პროვოკაციული საქმიანობით, შეეცადნენ, „ქართული ოცნება“ კი არა, ქართული სახელმწიფო აეფეთქებინათ. უდანაშაულო ადამიანების ყელამდე სისხლში გასვრილი ეს ე.წ. „პოლიტიკოსები“ ამ დროისთვისაც ცდილობენ, მდინარეში მეორედ შევიდნენ. მავნებლურმა ჯგუფმა მოიწვია პუტინი და კადიროვი საქართველოში.

 

მათი ხელწერაა, რომ თავისი დანაშაული სხვას გადააბრალონ და სიმართლის მოდელირება მოახდინონ. ამიტომაც დაირქვეს ანტისაოკუპაციო ძალაც, სინამდვილეში კი სწორედ ეს ძალა წარმოადგენს საოკუპაციო მოძრაობას ამ ქვეყანაში.

 

ხალხს „კოჰაბიტაცია“ კი არა, სამართლიანი სასამართლო სჭირდება. დღეს ვფიქრობ, ამას მარტო ქართველი საზოგადოება კი არა, ყოვლის ამტანი „ქართული ოცნებაც“ კი ხვდება“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ის საკუთრ გვერდზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner