logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ამ დესტაბილიზაციის, ქვეყნის აყირავების მცდელობის მთავარი ორგანიზატორი გვარამიაა
- +

11 ივლისი. 2019. 13:27

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„აშკარაა, რომ „ნაცმოძის“ მთავარი პროკურორი, დღეს კი ამ რევანშისტების გენერალური „ფეიკნიუსერი“, ნიკა გვარამია „ერორის“ პროვოკაციების მთავარი რეჟისორია.

 

გვარამია და ძებნილი ექს-პრეზიდენტი სტრატეგიულად, მიზანმიმართულად  გეგმავენ დესტაბილიზაციას, რევოლუციასა და პროვოკაციებს. საქმეში ჩართულია ბოკერიაც, რომელიც აქამდე ბევრს კონსტრუქციული ოპოზიცია გვეგონა – გადაფხიკავ და მაინც მიშაა რა.

 

ყველამ ვნახეთ „შულავერის კომიტეტი-2“-ის „საიდუმლო სერობა“ 20 ივნისის ღამეს პარლამენტთან. გაბუნია კი ერთი რიგითი რუპორია. ამ დესტაბილიზაციის, ქვეყნის აყირავების მცდელობის მთავარი ორგანიზატორი კი გვარამიაა. არაფერი გამოუვათ ვა-ბანკზე წასულ პარაზიტებს!“ – წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner