logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: გახარიამ მაქსიმალურად ის ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რომელიც ამ ეტაპზე არ დააზრალებს გამოძიების მიმდინარეობას
- +

12 ივლისი. 2019. 20:56

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გადაცემა „რეაქციაში“ შს მინისტრის გიორგი გახარიას გუშინდელ გამოსვლას სოციალურ ქსელში მიმოიხილავს:

 

ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა გადაცემა რეაქციაში: 1. გიორგი გახარიამ მაქსიმალურად ის ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რომლის მიწოდებაც ამ ეტაპზე არ დააზრალებს გამოძიების მიმდინარეობას; 2. მიუხედავად

ქ-ნი ინგა გრიგოლიას მცდელობისა ისევ "დათვის ტყვიები" ყოფილიყო დარჩენილი საზოგადოების ცნობიერებაში, მინისტრისგან მტკიცებით ფორმაში შევიტყვეთ რომ არა ლეტალური ტყვიები იყო გამოყენებული, რომელიც კანონით ნებადართულია მსგვსი სიტუაციების დროს; 3.მიუხედავად გადაცემის წამყვანის მრავალგზის დაჟინებული წინააღმდეგობისა, მინისტრმა გახარიამ შესძლო აეხსნა,რომ არა მშვიდობიანი მიტინგის დარბევასთან გვქონდა საქმე, არამედ კანონიერების დაცვასთან და საფრთხის აცილებასთან (რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირი ვალდებულებაა!) 4. მინისტრი დაინტერესებულია პოლიციელბის მხრიდან შესაძლო გადაცდმობის გამოძიებასთან დაკავშირებით; 5. საზოგადოებამ მიიღო მტკიცე დაპირება 20/21 ივნისს მოვლენების გამოძიების ბოლომდე მიყვანისა და მეტად საინტერსო, სავარუდოდ, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების შესახებ!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner