logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ნათლად გამოიკვეთა 20-21 ივნისის მოვლენებში „ნაცმოძრაობის“ და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი
- +

14 ივლისი. 2019. 11:30

 

„პროკურატურის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის და მაპროვოცირებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დესტრუქციული ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, განსხვავებული რაკურსით გვაჩვენონ 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენები და საზოგადოება დაარწმუნონ თითქოს მომხდარში არანაირი ბრალი არ მიუძღვით, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი თავად ადევნებდა თვალყურს და შესანიშნავად მოეხსენება, რა სახის მოწოდებები, ჟესტიკულაცია და აქტივობა უძღოდა წინ, განვითარებულ მოვლენებს, ნიკანორ მელიას მხრიდან.

 

კადრებში ნანახის გარდა, რომელიც თავის მხრივ ქმნის სრულიად ნათელ სურათს რა ხდებოდა შტურმის დაწყებამდე და შტურმის მიმდინარეობის პროცესში, დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ პროკურატურა ფლობს ვიდეო და აუდიო მასალებს, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს წარდგენილი ბრალის სისწორეს.

 

აქვე მინდა, აღვნიშნო, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და საბოლოო ვერდიქტი მელიას თუ ნებისმიერი სხვა პირის მიერ ჩადენილ (შესაძლო) დანაშაულზე სასამართლომ უნდა გამოიტანოს“, - წერს მაჭარაშვილი.

 

https://www.facebook.com/GDGuramMacharashvili/posts/683959785386016

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner