logo_geo
eng_logo
ნანა ლეჟავა: დირექტორი რომ აგინებს, იმას ეპატიება და ამას არა?
- +

14 ივლისი. 2019. 13:33

 

ჟურნალისტი ნანა ლეჟავა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მონოლოგს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ეხებოდა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ისე, თავის დროზე რომ დაგვეგმო ის ბილწსიტყვაობა ყველას, გაბუნიას დირექტორმა რომ მიაჩვია მაყურებელი და ბევრი ტაშს რომ უკრავდით ჩუმ-ჩუმად, დღეს ამ მონოლოგს ხომ არ წაიკითხავდა გიორგი გაბუნია? მამლის ყივილამდე რომ უარყო ყველამ? თუ იმას ეპატიება და ამას არა? მე უფრო მეორე მგონია - შიში. დირექტორი რომ აგინებს, ის კაცი ბომბებს არ ისვრის! და ოკუპანტმა პუტინმა შეიძლება გვესროლოსო. რა გააკეთა ამ ბიჭმა ისეთი, რაც მის დირექტორს არ გაუკეთებია და რაც ამ ტელევიზიიდან არ მოგისმენიათ ? დავიშალეთ. ღამე მშვიდობის!“, - წერს ლეჟავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner