logo_geo
eng_logo
ტატო ლასხიშვილი: წავიდა ბატონი ვაჟა აბაკელია... მზის ჩასვლას ჰგავდა მისი გარდაცვალება...
- +

15 ივლისი. 2019. 01:55

 

ჟურნალისტი, გაზეთ „თავისუფალი საქართველოს" მთავარი რედაქტორი, „РИА Новости"-ს პოსტსაბჭოთა ქვეყნების პრობლემათა საექსპერტო საბჭის წევრი ტატო ლასხიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ადამიანი სიკვდილისათვის ჩნდება და სიცოცხლისთვის კვდება"...
წავიდა ბატონი ვაჟა აბაკელია...
მზის ჩასვლას ჰგავდა მისი გარდაცვალება...
ხშირად მეუბნებოდა, "ჩვენ სიბერის მეგობრები ვართ და ბოლომდე კაცურად უნდა ვიაროთო"...
მას ამის თქმის უფლება ჰქონდა, რადგან მთელი ცხვრება სიმართლის გზით იარა... უღალატოდ!
ის ყოველთვის იყო ახლობლების იმედი და საყრდენი...
ერთი წამითაც არ მოგცემდა დაღონების უფლებას... 
ნათქვამია, დაობლება დედ-მამის გარდაცვალებით მხოლოდ იწყება და განუწყვეტლივ გრძელდება, როცა თანდათან გეცლებიან შენიანები...
ვაჟა ბატონო, მშვიდობით... - წერს ტატო ლასხიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner