logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: სოსო პავლიაშვილი მართლაც თავის საქმის სუპერპროფესიონალია და ამას ვერავინ წაართმევს...
- +

15 ივლისი. 2019. 14:08

 

 

„გარდაცვლილი გენიოსი, საერთოდ, უყვართ ქართველებს, ვიდრე ცოცხალი... მართლა გენიოსს და ლეგენდას არ აფასებენ... სოსო პავლიაშვილი მართლაც თავის საქმის სუპერპროფესიონალია და ამას ვერავინ წაართმევს...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არა, ბიჭო, და ის ჯობია, ჩუმად რომ ფინანსდებიან პუტინისგან ვითომ პატრიოტები და გონორით, ისევ აქეთ რომ გველაპარაკებიან... ისე, ისიც კარგად მახსოვს, სიცოცხლეში რასაც ეძახდა ერის უმეტესობა ირაკლი ჩარკვიანს და ახლა ძალიანაც ნუ გადაეშვებით ფეტიშიზმში, ცოცხლები ვართ და გვახსოვს, ვინ, სად და როგორ იყო, ანდა რას საქმიანობდა, ანდა კიდევ, რას ამბობდით ერთმანეთზე... უფალმა გაანათლოს ირაკლი ჩარკვიანი, მართლა ნიჭიერი ადამიანი იყო, მაგრამ ძალიან დიდი უნამუსობაა, მას უწოდო გენიოსი და სოსო პავლიაშვილს - მოღალატე... ვინც ამას წერს, ის არც ერთია და არც მეორე, ის უბრალოდ შტერია და არ ღირს შტერებზე ამდენი შეწუხება“, - წერს ლიპარტელიანი.

 

აქვე დარეჯან ლიპარტელიანი მუსიკოს თეონა კონტრიძის facebook-პოსტს ავრცელებს:

 

„გინდათ, მოღალატედ შერაცხეთ, გინდათ პუტინის აგენტად, მაგრამ მე, როგორც მუსიკოსი ვიძახი, რომ იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია დაწერა ამ კაცმა, სოსო პავლიაშვილმა. „სამშობლო“ იქცა 90-იანი წლების არაოფიციალურ ქართულ ჰიმნად.

 

ამ სიმღერამ გაგვამხნევა, გვატირა, შეგვკრა და გაგვიღვიძა ნაციონალური თვითშეგნება. კიდევ კარგი, ირაკლი ჩარკვიანი  დროზე წაიყვანა უფალმა, თორემ იქნებოდა ახლა თქვენგან  მიგდებული და ცხრაგზის დავიწყებული. ასჯერ გამიგია კოლეგებისაგან, რომ ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მხოლოდ მოღალატეა და სხვა არაფერი?! გაგარტყით ლოგიკაში, კოლეგებო.

 

თქვენ ან მუსიკა არ იცით და ან კიდევ ჩაიძირეთ თქვენს ეგოცენტრიზმში... ქალბატონებო, ბატონებო და განსაკუთრებით ბავშვებო! მოისმინეთ თავისუფალი საქართველოს არაოფიციალური ჰიმნი. კომპოზიტორი და შემსრულებელი სოსო პავლიაშვილი. ამინ“, – წერს თეონა კონტრიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner