logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: სხვა პოლიტიკანურ მიზეზთა შორის ესაცაა... ნარკობიზნესის ჩავარდნას საქართველოში არ პატიობენ!
- +

15 ივლისი. 2019. 14:28

 

 

„ერთსაც ვიტყვი გახარიაზე...“ - წერს სოციალურ ქსელში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბასიანიდან“ შტაბელებად რომ გამოჰქონდათ გვამები და მარტო ცნობადი ოჯახის გვამებს რომ მოსთქვამდით და იგებდით, ზოგიც სახლში რომ კვდებოდა და „ბასიანურ“ სტატისტიკაში ვერ ხვდებოდა, როცა ტელევიზიებიდან რეიტინგული წამყვანები, გარეწარი „მშობლები“ და ძუკნა პოლიტიკანები, მათ შორის უმრავლესობიდან, ითხოვდნენ „მე მინდა, ჩემი შვილი რომ გაიჩხერს, ცუდად თუ გახდა, სასწრაფოს გამოძახება არ შეეშინდესო“, მარტო ეს ყოფილა მისი „ანგელოზივით“ შვილის პრობლემა თურმე... როცა „ნაცმაცუნები“ „ბასიანს“ ბერას მიაწერდნენ და ამ დროს გელბახიანის ბიზნესი იყო და არის! როცა სტატისტიკით აპრავებდით... ღვინო მეტს კლავს, ვიდრე წამალიო... როცა „პროშმონ მუზიკანტები“ და ჭე კლასის „ახტიორები“ თავად არიან ბარიგები! და გაბედავ მათ დაკავებას...

 

ამ სიბინძურისა და ამ დაწოლის ქვეშ შეძლო ის, რაც შეძლო! აქაც თავისი რეპუტაციის ხარჯზე, არმოსახდელი ბოდიშის ხარჯზე... წმინდა ბუნაგად აქციაო, ტყუილი იქნება, მაგრამ გააჩერა სიკვდილის ესკადრონი, გააჩერა და გაისტუმრა პაჩკა-პაჩკა ბარიგები! დღეს ამ ფინანსებშეზღუდული სიკვდილით მოვაჭრეებიც წინა ხაზზე არიან! გადადგეს დიხტატორი გახარიაო!

 

სხვა პოლიტიკანურ მიზეზთა შორის ესაცაა...

 

ნარკობიზნესის ჩავარდნას საქართველოში არ პატიობენ!“ - წერს თოფურია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner