logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ველოდები IRI-ს რეაქციას, ბოლოს და ბოლოს, საქმე მის იმიჯს ეხება
- +

15 ივლისი. 2019. 17:49

 

 

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„მოსახლეობის ტვინების გამორეცხვა გრძელდება, თუმცა ძალიან კომიკური ფორმით. ისე, რომ IRI-ს ოფისს არანაირი პრეზენტაცია არ გაუკეთებია, „რ-2“-მა ამ ორგანიზაციის მიერ არავინ უწყის როდის ჩატარებული „კვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა და ჰოი საოცრებავ: რეიტინგებში „ლიდერობს“ დავით ბაქრაძე, რომელმაც ბოლო არჩევნებში 10% მიიღო, ხოლო დავით უსუფაშვილი და შალვა ნათელაშვილი, რომლებიც წინა კვლევებში ნდობის ველშიც კი არ იყვნენ მოხვედრილი, 41-41% იქნენ „დასაჩუქრებულნი“. სხვა „მარგალიტებზე“ საუბარი უბრალოდ უხერხულია.

ის მაინც ვერ გაბედეს, რომ „ნაცმოძრაობა“ რეიტინგების ლიდერად გამოეყვანათ და ისევ მეორე ადგილზე დატოვეს „ოცნების“ შემდეგ.

ველოდები IRI-ს რეაქციას. ბოლოს და ბოლოს, საქმე მის იმიჯს ეხება“, - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner