logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილს მხოლოდ კვლევების გაყალბება ხელეწიფება
- +

15 ივლისი. 2019. 18:38

 

 

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი ეხმაურება.

 

მეტრეველის თქმით, მსგავსი კვლევები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს არის აცდენილი, აზიანებს ყველა დასავლური ორგანიზაციის იმიჯს და წარმოშობს ანტიდასავლურ განწყობებს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს:

 

„დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულმა ტელევიზიამ სიხარულით გაასაჯაროვა ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის პოლიტიკური ნაწილი.

 

კვლევის შედეგების მიხედვით, დავით ბაქრაძეს 59% აქვს, კახა კალაძეს 49%, გრიგოლ ვაშაძეს 48%, დავით უსუფაშვილს 41%, შალვა ნათელაშვილს 41%, ალეკო ელისაშვილს 40%, გიორგი გახარიას 40%, მამუკა ბახტაძეს 38%, სალომე ზურაბიშვილს 36 %, გიორგი ვაშაძეს 35%. ამ ათეულში ვერ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი, მას 35% აქვს.

 

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!“

 

ჩვენს საზოგადოებას „რუსთავი2“-ის ეთერში ალბათ ბოლო 10 წლის განმავლობაში არაერთხელ უნახავს არავალიდური „ე.წ. კვლევები“, რომლებსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ამის ნათელი დასტური კი უკანასკნელ წლებში ფილიგრანულად ჩატარებული ყველა არჩევნებია.

 

როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილს მხოლოდ კვლევების გაყალბება ხელეწიფება. ყოველი არჩევნების და ახლა უკვე წარუმატებელი პუტჩის შემდეგ, ისინი ცდილობენ რეალობის მოდელირებას და მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით უტიფრად უპირისპირდებიან მათთვის მწარე რეალობას.

 

როგორც სოციოლოგმა, მინდა გულწრფელად ვურჩიო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, უკვე დროა, საველე სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის ცვლილებაზე იფიქრონ. მსგავსი კვლევები, რომლებიც საზოგადოების განწყობებს არის აცდენილი, აზიანებს ყველა დასავლური ორგანიზაციის იმიჯს და წარმოშობს ანტიდასავლურ განწყობებს, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

 

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)კვლევის შედეგების მიხედვით, რომელსაც ,,რუსთავი 2“ ავრცელებს, პოლიტიკოსების პერსონალური რეიტინგი ასე გამოიყურება:

 

დავით ბაქრაძეს 59% აქვს, კახა კალაძეს 49%, გრიგოლ ვაშაძეს 48%, დავით უსუფაშვილს 41%, შალვა ნათელაშვილს 41%, ალეკო ელისაშვილს 40%, გიორგი გახარიას 40%, მამუკა ბახტაძეს 38%, სალომე ზურაბიშვილს 36 %, გიორგი ვაშაძეს 35%. ამ ათეულში ვერ მოხვდა ბიძინა ივანიშვილი, მას 35% აქვს.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner