logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი „რადიო თავისუფლებას“: სამარცხვინო მედია ხართ! მატყუარა, ცილისმწამებელი და უკვე ძალიან იაფფასიანი
- +

16 ივლისი. 2019. 02:13

 

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

რადიო  თავისუფლება” კლასიკური ტიპის ზონდერ მედიასაშუალებად იქცა.

მას არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტურ სტანდარტებთან და ეთიკასთან. იცავს მხოლოდ ნაცმოძრაობას და არის პარტიული მედიაჯიხური.

 

რადიო “თავისუფლებავ, სამწუხაროა, რომ ასეთი სწრაფი და თვალსაჩინო დეგრადაცია განიცადეთ. მას შემდეგ, რაც თქვენი ხელმძღვანელობა შეიცვალა. ახლა უკეთესადაა გასაგები, რატომ მოხდა ეს ცვლილება.

 

სამარცხვინო მედია ხართ! მატყუარა, ცილისმწამებელი და უკვე ძალიან იაფფასიანი. სადღაც სასაცილოც. რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არაა დასავლური სტანდარტი. ეს პროხოროვის ჟურნალისტიკაა, საბჭოთა პროპაგანდისტული ჟურნალისტიკა! - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner